მადრიდისტები ევრო 2012-ის მესამე რაუნდისთვის ემზადებიან

მაშ ასე, დღეიდან მადრიდისტები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე და დასკვნით რაუნდში ჩაერთვებიან. ჯერ-ჯერობით არცერთ მათგანს არ გაუნაღდებია მეოთხედფინალის საგზური...

დავიწყოთ დღევანდელი დაპირისპირებებით. პირველ რიგში ყურადღება გერმანიაზე გავამახვილოთ, სადაც სამი ხედირა და მესუთ ოზილი გამოდიან. ბუნდეს ნაკრებს ამ ეტაპზე 6 ქულა აქვს, თუმცა სრულიად შესაძლებელია გერმანელები გამოეთიშნონ ჩემპიონატს იმ შემთხვევაში თუ დღეს დანიელებთან დამარცხდებიან, ხოლო პორტუგალია ჰოლანდიაზე იმარჯვებს, თუმცა აქ ბურთების სხვაობაზე იქნება დამოკიდებული ყველაფერი. ასე რომ, არაფერი გამოვრიცხოთ. მაგრამ გერმანიის ნაკრებს არ სჩვევია მსგავს შემთხვევებში დანებება და სწორედ აქედან გამომდინარე მათი ჯგუფში ჩარჩენა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

რაც შეეხება პორტუგალიას, გერმანბელებთან შედარებით პეპეს, კოენტრაოსა და რონალდოს გუნდს საქმე გაცილებით რთულად აქვს. არის ალბათობა იმისა, რომ პორტუგალიელები გამარჯვების შემთხვევაშიც კი ჩარჩნენ ჯგუფში.( თუ დანიამ გერმანიასთან არ წააგო). ამავდროულად პორტუგალიელები შანსს ფრისა და წაგების შემთხვევაშიც ინარჩუნებენ. მათ მეტოქედ ჰოლანდია ეყოლებათ, გუნდს რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია, თუმცა ნიდერლანდელებსაც აქვთ შანსი, ამისათვის მათ მინიმუმ ორ ბურთიანი სხვაობით მოგება ესაჭიროებათ(ამ შემთხვევაში გერმანიამ დანიას უნდა მოუგოს). როგორც ხედავთ ამ ჯგუფში უკიდურესადაა დაძაბული სიტუაცია და დღეს ნამდვილად უშეღავათო ბრძოლებს უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ესპანეთს, სადაც კასილიასი, ალონსო, რამოსი, არბელოა და ალბიოლი გამოდიან, მათ ფრეც ხელს აძლევთ, რამეთუ ბურთების შეფარდება 5-1-ზე აქვთ და ამ შედეგის(ფრის) შემთხვეაში ხორვატებს აუცილებლად გაუსწრებენ. მოგება თავისთავად მეოთხედფინალის საგზურის ტოლფასია. ესპანელები არც წაგების შემთხვევაში კარგავენ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსს.(თუ იტალიამ ვერ მოიგო). ფურია როხა ხვალ გამართავს თავის შეხვედრას ხორვატიის წინააღმდეგ.

ბენზემას საფრანგეთს ფრეც აძლევს ხელს, თუმცა არც წაგების შემთხვევაში იქნებიან "მამლები" უშანსოდ. თუკი საფრანგეთი წააგებს და უკრაინა ინგლისს მოუგებს, ამ შემთხვევაში სწორედ ბრიტანელები გავლენ შემდეგ ეტაპზე, თუ ფრანგები დიდი ანგარიშით არ წააგებენ. თუკი ფრედ დასრულდა მატჩი, საფრანგეთი ნებისმიერ შემთხვევაში გავა მეოთხედფინალში.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)