მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ერთობლივი პროტესტი
მადრიდის "რეალი" და კატალონიური "ბარსელონა" აპროტესტებენ "სუპერ თასის" მატჩების ჩინეთში გამართვას.
როგორც მოგეხსენებათ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით "სუპერ თასის" მატჩები ჩინეთში გაიმართება. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მადრიდის "რეალისა" და კატალონიური "ბარსელონას'' ხელმძღვანელობა და გეგმავენ ერთობლივი მიმართვა გაუგზავნონ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას.
კლუბების მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ის გახლავთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ გუნდებთან შეუთანხმებლად მოაწერა ხელი ჩინეთის მთავრობასთან ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც 2013 წლიდან 2017 წლამდე "სუპერ თასის" მატჩები ჩინეთში გაიმართება.
მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ სანამ ფედერაცია გადაწყვეტილებას მიიღებდა გუნდებთან უნდა გაევლო კონსულტაცია.
- 15 ივნისი 2012
- 4 206
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.