გუტი "ვესტ ჰემში"?

მადრიდის "რეალის" ყოფილი ნახევარმცველი ხოსე მარია ერნანდესი , შესაძლოა "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში ვიხილოთ.

გუტი მადრიდის "რეალში" 1994 წლიდან 2010 წლამდე გამოდიოდა, ამ ხნის განმავლობაში ესპანელმა ნახევარმცველმა თეთრების შემადგენლობაში 500 მატჩი ჩაატარა. მოიგო 5-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასი და ერთხელ დაეუფლა უეფას სუპერ თასს. ესპანელი ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო კლუბის დატოვება მოუხდა და 2010 წელს თურქულ "ბეშიქთაშს" მიაშურა. ერთ წლიანი ასპარეზობის შემდეგ გუნდი დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით მოღვაწეობს.

როგორც ჩანს "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა სერიოზულად დაინტერესდა 35 წლის ნახევარმცველით და გეგმავს მის გადაბირებას. თავად ფეხბურთელისთვის ჯერ-ჯერობით ინგლისელებს წინადადებით არ მიუმართავთ, მაგრამ როგორც ჩანს მომდევნო სეზონში ფეხბურთელს პრემიერლიგაში ვიხილავთ.

"გადაწყვეტილებას "ვესტ ჰემის" ხელმძღვანელობა მიიღებს. ისინი განიხილავენ ჩემს ტრანსფერს და მის პირობებს, შემდეგ კი დამიკავშირდებიან."-განაცხადა გუტიმ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)