75:81: "ბარსელონამ" სერიაში ანგარიში გაათანაბრა
მადრიდი "რეალის" საკალათბურთო გუნდმა კატალონიური "ბარსელონა მიიღო და 6 ქულით დამარცხდა.
ამ გამარჯვებით კატალონიელებმა სერიაში ანგარიში გაათანაბრეს და "ენდესას ლიგის" ჩემპიონის გამოსავლენად დამატებით მეხუთე შეხვედრის დანიშვნა გახდა საჭირო. მეხუთე შეხვედრა კი კატალონიელთა საშინაო არენაზე გაიმართება, ეს ფაქტი "ბარსელონას" კალათბურთელებს მცირე უპირატესობას ანიჭებს. შეხვედრაში მადრიდელთა მხრიდან გამოირჩეოდა ახალგაზრდა ნიკოლა მიროტიჩი, რომელმაც 14 ქულას მოუყარა თავი.
- 13 ივნისი 2012
- 2 257
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.