"ინტერი" მზადა მაიკონი გაყიდოს
მილანის "ინტერი" მზადაა დუგლას მაიკონი 10 მილიონ ევროდ დათმოს.
როგორც მოგეხსენებათ ჟოზე მოურინიოს, მისი მადრიდში მოსვლის დღიდან სურს ბრაზილიელი დუგლას მაიკონის გადმოყვანა, მაგრამ "ინტერი" არ აპირებდა მის გასხვისებას. ახლა მოვლენები რადიკალურად შეიცვალა "ინტერი" მზადა ბრაზილიელს 10 მილიონ ევროდ შეელიოს. ეს ინფორმაცია მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატამაც დაადასტურა.
"ჩვენ მზად ვართ დუგლას მაიკონი 10 მილიონ ევროდ დავთმოთ და პირველივე შემოთავაზებისას მას გავყიდით."-განაცხადა მორატამ.
სავარაუდოდ "ბლანკოსი" ხელმძღვანელობა ასეთ შანს ხელიდან არ გაუშვებს და მომავალი სეზონიდან ბრაზილიელს მადრიდში ვიხილავთ.
- 13 ივნისი 2012
- 2 557
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.