ანხელიტომ გაახანგრძლივა
ესპანური გამოცემების ცნობით, ანხელ დი მარიამ და მადრიდის "რეალმა" მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც არგენტინელი 2018 წლის ზაფხულამდე მადრიდისტა იქნება.
აღსანიშნავია ისიც, რომ "ბენფიკას" ყოფილი ლიდერი, იმ ფეხბურთელებში გაერია, რომელთაც "რეალთან" ყველაზე გრძელვადიანი კონტრაქტი აქვთ (კასილიასი, კოენტრაუ, რამოსი, ვარანი & შაჰინი - 2017 წ.).
ასევე გუნდში ირიცხება სამი მოთამაშე, რომელთაც 2013 წლის ივნისში ეწურებათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები - გრანერო, ლასი & გაგო.
- 12 ივნისი 2012
- 1 542
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.