დი სტეფანო: "ძალიან კარგი გუნდი შეიკრა"
მადრიდის "რეალის" ლეგენდა ალფრედო დი სტეფანო marca.com ჟურნალისტებს გაესაუბრა.
კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ მას "რეალში" სურს კარიერის დასრულება, რას ფიქრობთ ამის შესახებ?
თუ ეს ის არის რაც მას სურს ვთვლი, რომ დიდი მიზანი აქვს. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და დიდ წარმატებას მოუტანს გუნდს.
რას ფიქრობთ განვლილ სეზონზე?
ძალიან კარგი გუნდი შეიკრა, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მაღალი მიზნებისკენ სწრაფვა. მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევა სულ სხვა საქმეა. მათ უნდა ითამაშონ ძალიან კარგად, რომ ყველა ტურნირზე მიაღწიონ წარმატებას. "რეალმა" წააგო "ბაიერნთან" პენალტების სერიაში ეს თამაშის ნაწილია. პენალტები დიდ წილად იღბალზეა დამოკიდებული. მადრიდის "რეალს" ჰყავს ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიატ ლიგის მოგება, მაგრამ მხოლოდ დგომით ვერ გაიმარჯვებ.
"რეალის" რომელი ფეხბურთელი იწვევს თქვენს გაოცებას რონალდუს გარდა?
მოხიბლული ვარ მესუთ იოზილის თამაშით, იგი ძალიან კარგ და ხარიასხიან ფეხბურთს აჩვენებს. აღსანიშნავია კარიმ ბენზემა, რომელმაც საგრძნობლად მოუმატა, ფრანგი უფრო გუნდური გახლდა და ცდილობს უფრო მეტი იმუშაოს ბურთთან.
როგორ გესახებათ გვარდიოლას გარეშე დარჩენილი "ბარსელონას" პერსპექტივები?
გვარდიოლამ ფანტასტიური სამუშაო გასწია გუნდში. მისი მეშვეობით ბერვი ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა. ვფიქრობ "ბარსელონა" შეძლებს კვლავინდებურად ითამაშოს.
ესპანეთში დებატები მიმდინარეობს ნაკრების 9 ნომერთან დაკავშირებით, თქვენს რას ფიქრობთ ამის შესახებ?
ტორეს რომ გაეტანა მეორე დღეს დელ ბოსკე გენიალური მწვრთნელი იქნებოდა. მან კარგად იცის თავისი ფეხბურელების შესაძლებლობები. ესპანეთის ნაკრები ძალიან კარგად გამოიყურება გუნდი ტექნიკურად ძალიან ძლიერია.
- 12 ივნისი 2012
- 2 510
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.