კინი "კასტილიელია"

"კასტილიამ"მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში პირველი შენაძენი გააკეთა.

გუნდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოიბირა "ლუსენას" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ხოაკინ ხოსე მარინ რუსო (კინი). კინიმ "ლუსენასთან" ერთად საკმაოდ კარგი სეზონი ჩაატარა. გუნდმა სეკუნდა ბ-ში მესამე ადგილი დაიკავა, პლეიოფში კი 4:2 დამარცხდა "პონფერადინასთან" . ფეხბურთელი გასულ სეზონში "ლუსენას" ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახლდათ, მან 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელმა უკვე დაადასტურა "კასტილიაში" გადმობარგება: " ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალი სეზონიდან მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა გუნდის ღირსებას დავიცავ. მოხარული ვიქნები სეკუნდა ბ-ში ასპარეზობით და იმედი მაქვს, რომ ჩემს ახალ გუნდს დავეხმარები სამომავლო წარმატებების მიღწევაში."


აღსანიშნავია, რომ კინის გადაბირებით "რეალ ბეტისი", "ესპანიოლი", "ალმერია", "ოსასუნა" და "ალკორკონი" იყვნენ, მაგრამ ფეხბურთელმა მადრიდი არჩია. კინიმ გუნდთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)