მოურინიომ მაიკონი მოითხოვა
მაიკონის თემა ისევ აქტუალურია . . .
უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს საუბრები მაიკონის მადრიდში გადაბარგებაზე, მაგრამ აქამდე რაიმე რადიკალური ნაბიჯები მადრიდულ კლუბს არ გადაუდგია. ახლა კი ესპანური მედია წყაროები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ჟოზე მოურინიომ გუდის ხელმძღვანელობას სთხოვა ბრაზილიელის შეძენა და რაც შეიძლება მალე რადგანაც წინასასეზონო მომზადების პერიოდში მას უკვე სჭირდება ეს ფეხბურთელი რათა მოარგოს გუნდს.
აღსანიშნავია, რომ დუგლას მაიკონი პატარა ბიჭი უკვე აღარ გახლავთ და სავარაუდოდ მისი ფასი არცთუ ისე მაღალი იქნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამუშაოები და დიდი ალბათობით მაიკონი მადრიდში ამოყოფს თავს. ამ ყვერლაფერს კი ბრაზილიელის აგენტიც ადასტურებს და ამბობს, რომ დუგლასი მზად არის მადრიდში გადასასვლელად.
- 12 ივნისი 2012
- 3 401
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.