34 წელი დონ სანტიაგო ბერნაბეუს გარეშე
გავიხსენოთ ლეგენდარული ადამიანი ...
სანტიაგო ბერნაბეუ გარდაიცვალა 1978 წლის 2 ივნისს . თავისი პრეზიდენტობის ჟამს მან , კლუბი უმაღლეს დონემდე მიიყვანა . "რეალ მადრიდი" ბერნაბეუს პრეზიდენტობით იყო ყველაზე დომინანტური კლუბი არა მარტო ლა ლიგაში , არამედ ჩემპიონთა ლიგაზეც.
ბერნაბეუ სანამ პრეზიდენტი გახდებოდა , იყო ბლანკოსის ფეხბურთელიც .
სანტიაგო ბერნაბეუ დე იესტე დაიბადა ქალაქ ალმანსაში (დღევანდელ ალბასეტეში) 1895 წლის 8 ივნისს. 1943 წლის სექტემბერში კი ის მოგვევლინა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე . მალევე დაიწყო ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა , რომელიც 1947 წელს იქნა გახსნილად გამოცხადებული . იმ დროისთვის მოედანს " ნუევო ჩამარტინი " ეწოდებოდა, მაგრამ დღეს ის ატარებს დონ ბენრაბეუს სახელს.
სანტიაგოს პრეზიდენტობის პერიოდში სამეფო კლუბმა მოიპოვა 16 საჩემპიონო ტიტული , 6 ჩემპიონთა ლიგის თასი , 6 სამეფო თასი , 1 საკონტინენტთაშორისო თასი , 2 ლათინური თასი და 2 მსოფლიო ჩემპიონის თასი კლუბებს შორის.
მისი პრეზიდენტობის ჟამს ასევე ბრწყინავდა "მადრიდის" საკალათბურთო გუნდიც , რომელიც ისევე როგორც საფეხბურთო კლუბი იყო მთავარი ძალა ქვეყანაში .
გულშემატკივრების უმრავლესობა ფუჭად არ მიიჩნავს მას ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად კლუბის ისტორიაში , რომ არა დონ სანტიაგო , მადრიდის "რეალის" სიდიადეც არ იქნებოდა.
"რეალ მადრიდი" და მისი ყველა წარმომადგენელი , დაწყებული კლუბში მომუშავე ხალხისგან , დამთავრებული გულშემატკივრებით მუდამ გაიხენებს, დააფასებს და პატივს მიაგებს დიდებულ დონ სანტიაგო ბერნაბეუს ხსოვნას.
- 7 ივნისი 2012
- 1 999
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.