Adios, Manolo... გამომშვიდობება მებრძოლთან...
იმ დროს, როცა ”ვილიარეალი”-ს გულშემატკივრები დილის გაზეთს კითხულობდნენ, სადაც ეწერა, რომ მომდევნო სეზონიდან გუნდს მანოლო პრესიადო ჩაუდგებოდა სათავეში და მისი პრეზენტაცია პარასკევს შედგებოდა, საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 54 წლის სპეციალისტი საკუთარ ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.
მანოლო პრესიადო დაიბადა კანტაბარიაში 1957 წლის 28 აგვისტოს. მას ფეხბურთი ადრეული ასაკიდან შეუყვარდა. ის ოცნებობდა ბევრი ტიტულის მოპოვებაზე, მაგრამ მისი , როგორც ფეხბურთელის კარიერა, არ იყო მთლად მასე წარმატებული. მან კარიერა ”რასინგი”-ს მეორე გუნდში დაიწყო, ხოლო 1977/1978 წლების სეზონში კი შედგა მისი დებიუტი პირველ გუნდში.
რამოდენიმე წარუმატებელი სეზონი ”რასინგში” და მანოლო პრესიადომ გადაწყვიტა 1981 წლის ზაფხულში საფეხბურთო კლუბ ”ლინარეს”-ში გადასულიყო. ”ლინარესში” მან შეიძლება ითქვას თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გაატარა. ასეთი წარმატებული თამაშის შემდეგ, მისით ”მალიორკა” დაინტერესდა და ბოლოს და ბოლოს დაარწმუნდეს 1984 წლის ზაფხულში გადასულიყო იქ. შემდეგში როგორც აღმოჩნდა, ეს მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. სეზონი სავსე იყო წარუმატებლობებით-ტრავმები,დისკვალიფიკაცია,მწვრთნელების მხრიდან უნდობლობა. პრესიადომ ერთი წლის შემდეგ ”დეპორტივო ალავეს”-ში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ კი კარიერა კანტაბარიის ერთ-ერთ კლუბში დაასრულა.
პრესიადო მცველის პოზიციაზე თამაშობდა, იყო უნივერსალი, მაგრამ განსაკუთრებით ცენტრალურ ზონაში თამაში იზიდავდა. ის ხშირად იღებდა ყვითელ ბარათებს, მაგრამ პუბლიკას ის ძალიან უყვარდა და დიდ პატივს სცემდნენ. ქარიზმატული მანოლო ყურადღებას იქცევდა დაცვაში თავისი კარგი თამაში და იმით, რომ ყოველთვის მზად იყო გუნდისთვის ყველაფერი გაეღო.
სამწვრთნელო კარიერა პრესიადომ ”რასინგში” დაიწყო, 2002/2003 წწ-ების სეზონში, მას შემდეგ, გადავიდა ”ლევანტე”-ში, მაგრამ იქ ბევრი ვერაფერი ვერ გააწყო, ისევე როგორც ”მურსიაში”, რომელსაც ის 2004/2005 წლებში წვრთნიდა. 2005 წელს ის ”რასინგში” დაბრუნდა. სწორედ ამ სეზონში გამოვლინდა მისი დიდებული სამწვრთნელო განსწავლულობა.
”რასინგი” სატურნირო ცხრილში არასტაბილურად გამოიყურებოდა, თამაშობდა რა არც თუ ისე კარგ ფეხბურთს და ისე ჩანდა, რომ პრესიადოს გუნდი სეგუნდაში გავარდებოდა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ”რასინგმა” მოახერხა დარჩენა პრიმერაში. ამაში კი ალბათ უმთავრესი როლი ითამაშა ”რეალთან” მოგებულმა შეხვედრამ, 2005 წლის დეკემბერში. მაშინ მანოლოს გუნდმა მადრიდელები 2:1 დაამარცხეს.
მიუხედავად ამისა, ”რასინგის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პრესიადოს დათხოვნდა და ასე აღმოჩნდა ის ”სპორტინგში” (2006 წელი). დადგა ვარსკვლავური დრო დიდებული ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც კანტაბრიაში დაიბადა. კლუბში მუშაობის მეორე წელს, მან გუნდი პრიმერა დივიზიონში გადმოიყვანა. ”სპორტინგის” შესანიშნავმა თამაშმა მთელი ესპანეთი გააოცა. ამის შემდეგ, პრესიადო დარჩა გუნდში და ანდალუისელები თავდაჯერებული ფეხბურთის თამაშს აგრძელებდნენ , ისინი რეგულარულად ართმევდნენ ქულებს ლიდერებს.
თავის პირველივე სეზონში , რომელსაც ჟოზე მოურინიო ”თეთრებში” ატარებდა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა, რომ ”სპორტინგს” მანოლო პრესიადოს ხელმძღვანელობით არ სურდა ”ბარსელონასთან” ”კამპ ნოუზე” წინააღმდეგობის გაწევა და ამიტომაც მისცა თამაში. ლა ლიგის ახალწვეულმა მალევე აღმოაჩინა, რომ მთლიანად იმ ადამიანში ეჭვის შეტანა, რომელიც მთელი არსებითაა ფეხბურთზე შეყვარებული, სერიოზული შეურაცხყოფა იყო. მალევე იმავე სეზონში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” ჩავა მანოლო და...
2011 წლის 2 აპრილი. ”სანტიაგო ბერნაბეუ”. ”სპორტინგი” ჩამოვიდა ”მადრიდის რეალთან” სათამაშოდ. ”თეთრები” იბრძოდნენ ესპანეთის ჩემპიონობისთვის, სხვაობა ლიდერთან ხუთი ქულა იყო და მათ წინ ქონდათ ”კამპ ნოუზე” შეხვედრა ორი კვირის თავზე. პრესიადომ მოედანზე, როგორც ყველა ელოდა , დაცვითი შემადგენლობა გამოიყვანა.
”სპორტინგი” კედელივით იდგა მთელი თამაშის მანძილზე, შორეული დარტყმები, კომბინაციები, ჩაწოდებები, საჯარიმო დარტყმებუ, სტანდარტული სიტუაციები და მოკლედ ყველაფერი - მაგრამ ”მადრიდის რეალს” ამ შეხვედრაში გატანა არ ეწერა. პრესიადომ სამი ცვლილება განახორციელა, ორი მცველი შემოიყვანა მოედანზე იმისთვის, რომ 0:0 შეენარჩუნებინა, მაგრამ აბსოლიტურად სხვა რამ მიიღო. მიგელ დელ ლას კეუვასმა მე-80 წუთზე ”ბერნაბეუ” დაადუმა.
წინ ათი წუთი რჩებოდა და ”სპორტინგი” უფრო მედგრად იცავდა თავს. გუნდის მცველები თავისი მწვრთნელის დავალებას პირნათლად ასრულებდნენ.
და აი-საფინალო სასტვენი! პრესიადო გახარებულია, მას ბავშვივით უხარია, მაგრამ გამოვიდა მოედანზე და ”თეთრების” ყველა ფეხბურთელს ჩამოართვა ხელი. რით იყო ეს შეხვედრა საინტერესო? იმით, რომ მანოლო პრესიადომ მოახერხა ის, რაც ვერ ქნა, ვერავინ 9 წლის მანძილზე. მან ჟოზე მოურინიოს გუნდს მოუგო მისსავე სტადიონზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჟოზეს და მანოლოს ურთიერთობა სკანდალით დაიწყო- პრესიადომ მოურინიოს შესთავაზე თვითგვემის მიზნით ულტრასებთან ერთად ეყურებინა ”სპორტინგი” ”მადრიდის რეალის” ვიდეოჩანაწერისთვის რამოდენიმეჯერ - მისმა მიტევების უნარმა და კეთილმა გულმა ხელი შეუწყო იმას, რომ ეს ორი ადამიანი დამეგობრდა. ერტ-ერთი კარგი და მეგობრული ნაბიჯი მოურინიოს მხრიდან ის იყო, რომ მან ესპანეთის სამეფო თასის მოგების შემდეგ 2011 წელს დაურეკა პრესიადოს, რომ მისთვის მამის სიკვდილი მიესამძიმრებინა, რომელიც იმ დღეს ავტოავარიაში დაიღუპა.
ეს იყო დიდებული ადამიანის ბენეფისი! 2012 წლის შემოდგომაზე მან ”სპორტინგი” დატოვა, მაგრამ ის ბედნიერი ადამიანი იყო, ვინაიდან დატოვე წარუშლელი კვალი ესპანურ ფეხბურთში.
რამოდენიმე დღის წინ ეს დიდებული ადამიანი ”ვილიარეალის” მთავარი მწვრთნელი გახდა და ეს იყო ბრწყინვალე მოვლენა, როგორც მისთვის, ასევე ჩემთვის. დღეს კი გავიგე, რომ ის გარდაიცვალა...
ესპანური მედიის ოთხი ყველაზე გავლენიანი გაზეთის პირველი გვერდი ამ სამწუხარო ამბავმა დაიკავა... გვერდით დარჩა იტალიასთან ევრო-2012-ზე კარსმომდგარი ამბები, გვერდით დარჩა ყველაფერი, მთავარი გახდა ის, რომ ცოცხალი არ გახლდათ მანოლო... ის უყვარდა ყველას ესპანურ ფეხბურთში... რა სწრაფადაც და რა ტემპითაც გავრცელდა მისი გარდაცვალების ამბავი, იმ სისწრაფითვე მოეფინა გაზეთებვს და სხვადასხვა სოციალურ ქსელებს სამძიმრის წერილები მწვრთნელების, მსაჯების, ფეხბურთელების და ა.შ. მხრიდან...
ათი წლის მანძილზე მან სამი უძვირფასესი ადამიანი დაკარგა-2004 წელს მისი მეუღლე სიმსივნის დაავადებით გარდაიცვალა. არ გასულა რამოდენიმე წელი და მისი 15 წლის შვილი რაული ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ერთი წლის წინ კი მან მამა დაკარგა, მაგრამ პრესიადო იბრძოდა... ვინაიდან ის დიდებული ადამიანი იყო...
მოსაიყვარულე ქმარი, მზრუნველი მამა, დიდებული შვილი, დიდებული ადამიანი.
ღმერთმა ნათელში გამყოფოს მანოლო!
- 7 ივნისი 2012
- 2 595
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.