ჟოზეს ღია წერილი
"მე არ მაქვს უფლება, რომ მანოლო პრესიადოს ცხოვრება შევაფასო, ადამიანის, რომელიც დღეს ათას ნაწილად დაიმსხვრა. მაგრამ, როგორც მის კოლეგას, მსურს, რომ ამ ურთულეს ჟამს მის ოჯახს თანაგრძნობა გამოვუცხადო. მინდა ვუთანაგრძნო "სპორტინგს", "ლევანტეს", "რასინგს", "ვილეარეალს" და ყველა იმ გუნდს, სადაც მან მცირეოდენი კვალიც კი დატოვა. მანოლო ყოველთვის ღირსეული მეტოქე იყო, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც იგი "რეალ მადრიდ სიტიში" გვეწვია ვალდებებასის სამწვრთნელო ბაზაზე. მას ჰქონდა ყველაფერი, რასაც მე ადამიანში ვაფასებ: ხასიათი, პატიოსენბა და სიმამაცე. ესენი მას საშუალებას აძლევდა ყველა დარტყმა მოეგერიებინა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველას ვუთანაგრძნო, ვინც მას აფასებდა. მან ჩემს მოგონებებში პატივისცემით აღსავსე წარუშლელი კვალი დატოვა."
- 7 ივნისი 2012
- 2 492
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.