პელეგრინის ანტივირუსული თერაპია
კაკა გუნდისთვის ფუნდამენტალური და შეუცვლელი წევრია. კრისტიანო რონალდო ტრავმირებული სამი–ოთხი კვირა იქნება და გუნდი კაკამ უნდა მართოს. "რეალი" აპირებს დააბრუნოს სპექტაკლი "ბერნაბეუზე".
კაკა სანაკრებო შეხვედრების დროს ძალიან დაიღალა. ის დაუბრუნდა "ვალდებებასს" და მარტო აგრძელებდა ვარჯიშს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრები გასული იყო მსოფლიო ჩემპიონატზე და ვენესუელასთან მატჩი მათთვის არაფერი წყვეტდა, დუნგამ კაკა მაინც ბოლომდე ათამაშა. იმ მატჩში რიკარდო ერთ–ერთი საუკეთესო იყო.
ამას ხვდება პელეგრინიც. ჩილელი სპეციალისტი გაესაუბრა კაკას, თუ როგორ გრძნობდა თავს 12 საათიანი ფრენის შემდეგ. ამის შემდეგ მწვრთნელმა რიკადროს სახლში წასვლის და დასვენების საშუალება მისცა. "კაკა და იგუაინი პარასკევს დილით ჩამოფრინდნენ. ისინი ძალიან გადაღლილები ჩანდნენ. ორივე ფეხბურთელი განაცხადშია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მატჩისთვის მზად არიან. შესაძლო იყო, რომ არ შემეყვანა წინასამატჩო განაცხადში".
გუტის არყოფნაში კაკას დაევალება თამაშის დალაგება. გუტიმ ტრავმა მიიღო, მაგრამ "მილანთან" თამაშისთვის მზად იქნება. ძირითად შემადგენლობაში იქნება ბრაზილიელი მცველი მარსელო, რომელსაც მწვრთნელმა მისცა შანსი "სევილიასთან" მატჩში დაშვებული შეცდომები გამოასწოროს.
პელეგრინი ფსონს ისევ შემადგენლობის როტაციაზე აკეთებს. გუნდმა ჯერ კიდევ ვერ იპოვა საკუთარი თამაში. ძირითად შემადგენლობას უბრუნდება ბევრისგან დავიწყებული რაფაელ ვან დერ ვაარტი. ასევე გრანეროც. რაული და ბენზემა იმოქმედებენ თავდასხმაში. ლასი დაუბრუნდება ნახევარდაცვის ცენტრს ხაბი ალონსოსთან ერთად.
- 17 ოქტომბერი 2009
- 1 635
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.