გაგო ბრუნდება?
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ფერნანდო გაგო რომას ტოვებს და მადრიდის "რეალში" ბრუნდება...
რომაულ გუნდს არგენტინელი მოთამაშის შენარჩუნება ძალიან სურდა, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი, სამეფო კლუბი გაგოს სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით 7 მილიონ ევროს იხდიდა, რაზეც იტალიელებმა უარი განაცხადეს, მადრიდულ გიგანტს კი ფეხბურთელის "კაპიკებში" გაშვება არ სურს.
ჟოზე მოურინიო ფერნანდოს პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი ჰყავს, გამომდინარე აქედან არგენტინელი ახალგაზრდა სამეფო კლუბს არაფერში სჭირდება. ჟოზეს ძალიან მოსწონს ჩაბი-ხედირას დუეტი, ასევე მათ კონკურენციას ნური შაჰინი და ესტებან გრანერო უწეევენ, ასევე არ უნდა დავივიწყოთ ლასანა დიარა, რომლის მომავალიც ბურუსით არის მოცული, მაგრამ ჯერ-ჯერობით "ბლანკოსის" საკუთრებაშია. ამ ეტაპზე სამეფო კლუბს გაგო არაფერში სჭირდება.
სავარაუდოდ ფერნანდო მადრიდის "რეალს" შემოუერთდება, მაგრამ მალევე დატოვებს ესპანეთის დედაქალაქს და სხვა გუნდში განაგრძობს კარიერას, მაგრამ არა რომაში.
- 4 ივნისი 2012
- 1 984
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.