დანი კარვახალი რეალის მომავალი 2 ნომერი
მოგეხსენებათ სამეფო კლუბი მარჯვენა მცველის ძიებაშია და შესაფერისი კანდიდატურა ჯერ ვერ იპოვნეს. თეთრებს დაუკავშირეს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: კაელ ვოლკერი, გლენ ჯონსონი, ივანოვიჩი და პიზჩეკი. თუმცა ოფიციალური წინადადებით მადრიდის რეალს არც ერთი მათგანისათვის არ მიუმართავს. შესაბამისად ეს საკითხი გადაუჭრელი რჩება.
ბლანკოსის ხელმძღვანელობა აკვირდება კასტილიას, რომელმაც ბოლო პერიოდში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, პერესი და კომპანია ათვითცნობიერებს, რომ ფილიალში ძალიან კარგმა თაობამ მოიყარა თავი და არ აპირებს მათ სხვა გუნდში გაშვებას. განსაკუთრებით ეს ეხებათ კასტილიელ ვარსკვლავებს: მორატას, ხოსელუს, ხესეს, ნაჩოს და ხუანფრანს. განსაკუთრებით კი მოურინიოს ყურადღებას დანი კარვახალი იქცევს, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ირჯება. სწორედ ამ გზით აპირებს მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი პრობლემური პოზიციის მოგვარებას.
ზემოთ ჩამოთვლილი ფეხბურთელები ჯერ რეალში გადმოსვლას არ აპირებენ, შესაბამისად ეს არის შესანიშნავი შანსი კარვახალისათვის, რომელიც ერთი შეხედვით სათადარიგოთა სკამზე დასაჯდომად არის განწირული, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მადრიდის რეალს მარჯვენა ფლანგზე არბელოას გარდა ფეხბურთელი არ ჰყავს, ადრე ამ პოზიციას რამოსი იკავებდა, თუმცა მოურინიომ ის დაუბრუნა თავის ძველ პოზიციას და კვლავ ცენტრალურ მცველად აქცია.
- 4 ივნისი 2012
- 2 265
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.