ოზილი: "ზიდანი ჩემი კუმირი იყო"

მესუთ ოზილი გერმანიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადება. “Der Tagesspigel”-თან ინტერვიუში მან ისაუბრა სამეფო კლუბისა და ბუნდეს ნაკრების შესახებ, აგრეთვე თავის კუმირზე ზინედინ ზიდანზე.

"ის ჩემი კუმირი იყო. ვფიქრობ ზიდანი სრულყოფილი ფეხბურთელი იყო. ზიზუ ორივე ფეხით ბრწყინვალედ თამაშობდა, ფლობდა საოცარ ტექნიკას, კარგად თამაშობდა თავით, არ გაურბოდა შავი სამუშაოს შესრულებას და რაც მთავარია მოქმედებდა ისე, რომ მისი გადაწყვეტილება ეფექტურიც იყო და ლამაზი სანახავიც. ჩემი და მისი შედარება სასაცილო არის. ის მსოფლიო მასშტაბის ფიგურაა, მე კი ჩემი შესაძლებლობები უნდა დავამტკიცო, მის დონემდე ძალიან ბევრი მიკლია."

ოზილმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, როდესაც ის იწყებდა საფეხბურთო კარიერას, გადაწყვიტა მისაბაძ მაგალითად სწორედ ზიზუ აერჩია.

"მაშინ ძალიან პატარები ვიყავით და ვცდილობდი მოედანზე ის გაგვემეორებინა, რასაც ტელევიზორში ვხედავდით. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ მე ეს უფრო ადვილად გამომდიოდა, ვიდრე დანარჩენებს. როდესაც პატარა ხარ და ვერ ერკვევი ტაქტიკურ მონახაზებში, მხოლოდ საკუთარ თამაშზე ფიქრობ, მას შემდეგ რაც პროფესიონალი ფეხბურთელი გავხდი შემიძლია ვთქვა, რომ ზიდანი იმის გარდა, რომ ფლობდა საოცარ ტექნიკას, იყო გუნდური მოთამაშე და ძალიან ბევრს მუშაობდა მოედანზე."

მიუხედავად იმისა, რომ ოზილი აღფრთოვანებული არის თავისი კუმირით, მიაჩნია, რომ მათი შედარება დაუშვებელია...

"მე არასოდეს ვადარებ საკუთარ თავს ზინედინ ზიდანს, მითუმეტეს არც გამჩენია აზრი, რომ ოდესმე მისი დონის ან კიდევ უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთს ვითამაშებ. ის ფაქტი, რომ ვასპარეზობ მადრიდის რეალში, სადაც ცოტა ხნის წინ ზიდანი ბრწყინავდა, რა თქმა უნდა მახარებს. მაგრამ თავად ზიდანი, უნიკალური მოვლენაა ფეხბურთის ისტორიაში."

ოზილმა ისაუბრა თავისი თამაშის სტილზე და აღნიშნა, რომ რეალში თამაშისას დიდ ზეწოლას არ განიცდის...

"მე ზუსტად იგივეს განვიცდი ახლა, რასაც განვიცდიდი 10 წლის წინ ეზოში თამაშისას. როდესაც მოედანზე ვარ, ვცდილობ მივიღო სიამოვნება ფეხბურთისგან. ვარჯიშზე გვასწავლიან, რომ ყველა ფეხბურთელმა უნდა შეასრულოს ტაქტიკური დავალება, მაგრამ როდესაც მწვანე მინდორზე გამოვდივარ, მწვრთნელის მითითებების გარდა, ვცდილობ მივიღო დადებითი ემოციები. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც მეტოქის მიერ "აშენებულ" დაცვაში ნაპრალს იპოვნი და ბურთს გააძვრენ, ამავდროულად იცი, რომ შენი მეგობარი ამ პასს ელოდება და მზად არის გოლი გაიტანოს."

ოზილმა ერთმანეთს შეადარა საკუთარი თამაში მადრიდის რეალსა და გერმანიის ნაკრებში...

"ჩემთვის ძალიან მოსახერხებელია, რომ ჩემი კლუბიცა და ნაკრებიც ერთი სისტემით თამაშობს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ნაკრებში მიწევს შეხვედრის ჩატარება გადაწყობა არ მიწევს. როდესაც თამაშობ ისეთ გუნდში, როგორიც არის მადრიდის რეალი ან გერმანიის ნაკრები, ყველაფერი ადვილად გამოგდის, ამაში ხელს პარტნიორებიც გიწყობენ. ყველას მოქმედებები ავტომატურ მდგომარეობამდე გვაქვს დაყვანილი. არ მიწევს ბევრი ფიქრი სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, თუ რონალდუ მირბის ცარიელ ზონაში სწრაფად, მე მას პასს ვაძლევ, რაც საბოლოოდ გოლით მთავრდება."

ოზილმა აგრეთვე ისაუბრა ევროპის ჩემპიონატის შესახებ...

"ყველა ესპანეთის ნაკრებზე საუბრობს, ვითომ სხვა გუნდი არ თამაშობდეს. რა თქმა უნდა ისინი ჩემპიონატის მთავარი ფავორიტები არიან, მაგრამ მათ გარდა არის რამდენიმე გუნდი, რომელსაც შეუძლია ტიტულის მოგება. თუ ესპანელებს შევხვდებით ფინალში, ვფიქრობ მოვახერხებთ მათ დამარცხებას. თუმცა ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ ფინალამდე უნდა მივაღწიოთ."

  • SunSay
  • 4 ივნისი 2012
  • 1 967
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (241)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)