”ინტერი” აღარ ხუმრობს
როგორც ჩანს მილანის ”ინტერი” გაძლიერებას აპირებს და ფეხბურთელების დამატებაზე ფიქრობს...
იტალიურ გრანდს კარგი პერიოდი ნამდვილად არ უდგას და გუნდის გადახალისებაც ჰქონიათ გადაწყვეტილი. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათ სურთ ლასანა დიარა და ნური შაჰინის შეძენა ასევე თვალი ჰქონიათ დადგმული ”ბარსელონას” ფეხბურთელ იბრაჰიმ აფელაისთვისაც.
ეს ფეხბურთელები იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომ სასურველ თანხად რომელიმეს დათმობაზე უარის თქმა ნამდვილად არ იქნება ტრაგედია არცერთი გუნდისთვის. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ”ინტერსა” და ”რეალს” აქამდეც ჰქონიათ მოლაპარაკებები ერთმანეთში და ფლორენტინო და მორატი კარგ მეგობრებათ არიან მიჩნეული ფეხბურთის სამყაროში.
- 3 ივნისი 2012
- 3 160
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.