ლუკასის მამა მადრიდშია
ლუკას მოურას მამა მადრიდში მოლაპარაკებას მართავს ”რეალის” ხელმძღვანელობასთან.
როგორც მოგეხსენებათ მაურინიოს ინტერესი დიდია მოურას მიმართ. ბრაზილიისა და დანიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე ჟოზეს დასწრება სწორედ ამის მანიშნებელი იყო. ახლა კი თავის მხრივ ლუკასი აკეთებს კომენტარს და საუბრობს აღნიშნულის შესახებ.
”ამ მომენტისთვის ჩემი აგენტი და მამაჩემი მადრიდში იმყოფებიან, ისინი კლუბთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩემი აზრით ამ მოლაპარაკებებში თავად ფლორენტინო პერესიც მონაწილეობს.”
”ამჟამად არაფრის თქმა შემიძლია გადაჭრით. ჩვენ არ უნდა დაგავავიწყდეს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდზე ვსაუბრობთ. ერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ ამ მომენტისთვის მთლიანად ”სან პაულოზე” ვარ კონცენტრირებული.” - განაცხადა ლუკას მოურამ.
- 3 ივნისი 2012
- 3 183
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.