პსჟ-მ თვალი ლასანას დაადგა
კარლო ანჩელოტის ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და მისი აზრით, ლასანა დიარა იდეალურად შეეფერება პარიზული კლუბის სამომავლო გეგმებს. მადრიდის რეალი თანახმა არის ფეხბურთელის გაშვებაზე, მაგრამ მის სანაცვლოდ 10 მლნ ევროს ითხოვს. პსჟ კი 5 მლნ. ევროზე ნაკლებს სთავაზობს ბლანკოსის ხელმძღვანელობას.
ლასანას შეძენა პსჟ-ს გარდა სხვა კლუბებსაც სურთ. მაგალითად ფენერბახჩემ უკვე შესთავაზა თეთრებს 5.5 მილიონი ევრო და ეს წინადადება უფრო მიმზიდველია სამეფო კლუბისათვის, ვიდრე ფრანგული გუნდის შემოთავაზება. თუ პარიზელებს ლასის შეძენა სურთ მათ 7-10 მილიონით მაინც უნდა შეითხელონ სატრანსფერო ბიუჯეტი.
- 1 ივნისი 2012
- 1 727
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.