კასტილია არავის არ ინდობს
"კასტილიამ" "მირანდესი" 3:0 დაამარცხა ორმატჩანი ფლეიოფის პირველ თამაშში, რომელშიც გაირკვევა, თუ ვინ არის სეგუნდა დივიზიონ ბ-ს საუკეთესო გუნდი და ნამდვილი ჩემპიონი.
თამაშის დაწყებიდანვე ჩანდა, რომ ორივე გუნდი აპირებდა კონტროლის დამყარებას თამაშზე, მაგრამ მალევეპაბლო გილმა მუჯიკა საკუთარ საჯარიმოში წააქცია და მეტოქეთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა (7'). დარტყმა ნაჩო გორომ შეასრულა, მაგრამ არაზუსტად, უფრო სწორად კი მეკარემ მოიგერია.
ამის შემდეგ "კასტილიამ" უკვე თავისი თამაშის ჩვენება დაიწყო, მათ უამრავი მომენტი შექმნეს , მაგრამ გოლის გატანა პირველი ნახევრის ბოლო წუთებამდე ვერ შეძლეს. მორატამ შესანიშნავად აუარა გვერდი მეტოქის მცველებს, მეკარესთან პირისპირ გასული კი მეტოქის მეკარე მურსიამ წააქცია და თერთმეტმეტრიანი უკვე "თეთრების" სასარგებლოდ დაინიშნა, რომელიც ხოსელუმ გოლად აქცია(40').
მურსია გარსიათი შეცვალეს. მორატას შესანიშნავი შანსი ქონდა შორეული დარტყმით თავი გამოეჩინა, მაგრამ მეტოქე ძელმა იხსნა. ამის შემდეგ იმავე ხოსელუმ ხესე მეტოქის მეკარესთან პირისპირ გაიყვანა. ხესეს არ გაჭირვებია მეკარის მოტყუება და ტაბლოზე უკვე 2:0 ანგარიში დაფიქსირდა (63'). ამის შემდეგ მორატას შორეულ ჩაწოდებას მეტოქის საჯარიმოში უკვე ხოსელუ გამოეხმაურა და ანგარიში მეტოქისთვის გამანადგურებელი, 3:0 გახდა (71').
- 1 ივნისი 2012
- 2 327
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.