ოზილი: "ამ სეზონში უკეთ ვითამაშე"

მესუთ ოზილმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ ვებ-გვერდთან ისაუბრა...

"ეს სეზონი ძალიან კარგი გამოვიდა ჩემთვის, საუკეთესო ჩემი მადრიდში მოსვლის დღიდან. ცუდი არც პირველი იყო, თუმცა მათ შორის ის განსხვავებაა, რომ ეს სეზონი ძალზედ წარმატებული იყო კლუბისთვის - ჩვენ ხომ "ლა ლიგა" მოვიგეთ. მე ჩემი თამაშით დავამტკიცე კიდეც, რომ პირველ სეზონთან შედარებით უკეთ გამოვიყურებოდი მოედანზე. უფრო ვერთვებოდი თავდაცვით სამუშაოებში. სხვაგვარ საშუალებას ფეხბურთი არ იძლევა."

"როცა მე მადრიდში გადავედი, მაშინ გუნდი ახალი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული, კარგად არც ვიყავით შეთამაშებულნი და სეზონის განმავლობაში ეს თვალნათლივ გამოჩნდა, მაგრამ მეორე სეზონში ყველაფერი ტავის ადგილზე დალაგდა და ბრწყინვალე კოლექტივი ჩამოვაყალიბეთ."

"ძალზედ სამწუხაროა, რომ ზედიზედ ორჯერ ვერ მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, მაგრამ ხანდახან მიზენბს ვერ აღწევ. შეცდომებზე ვისწავლით და აუცილებლად მივაღწევთ დასახულ მიზნებს. "ბაიერნთან" მარცხი მალევე გადავიტანეთ. პირველ რიგში ძალიან მსურდა "ლა ლიგის" მოეგბა და ეს მოვახერხე კიდეც. ამით ძალიან ვამაყობ და მოხარული ვარ."

""ლა ლიგის" მოგების მთავარი საწინდარი სტაბილურობა და ინტენისური მუშაობაა. რომ არა ესენი, 100 ქულასა და 121 გოლს ვერ მოვუყრიდით თავს. ორი აზრი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ეს არის მაჩვენებლები, რომლითაც უნდა ვიამაყოთ."

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 25
2 მბაპე 22
3 ბუდიმირი 15
4 რაფინია 13

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

TOP.GE

საიტის არქივი:

აპრილი 2025 (36)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)