საინტერესო სტატისტიკა
სტატიაში გთავაზობთ, თუ რომელ წუთებზე გაჰქონდა "რეალს" გოლები...
მადრიდის "რეალმა" გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 58 შეხვედრა ჩაატარა და 174 გოლი გაიტანა. აქედან 72 პირველ ტაიმში, ხოლო დანარჩენი 102 მეორეში. "თეთრებმა" ყველაზე მეტჯერ - 35-ჯერ მეტოქის კარი 61-75 წუთებს შორის აიღეს, რაც გატანილი გოლების დაახლოებით 20%-ია, ხოლო ამ ინტერვალის შემდეგ ყველაზე პროდუქტიული 46-60 და 31-45 გახლავთ.

რაც შეეხება უშუალოდ ფეხბურთელებს, როგორც იცით კრიშტიანო რონალდომ ამ სეზონში 60 გოლის გატანა შეძლო. პორტუგალიელისთვის ყველაზე იღბლიანი 16-30 და 61-75 წუთების ინტერვალი აღმოჩნდა, მან 14-14-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ბენზემამ, რომელმაც ჯამში 32 გოლს მოუყარა თავი, ყველაზე მეტჯერ 61-75 წუთებს შორის გამოიყენა თავისი შანსი - 9-ჯერ. იგუაინმაც ამავე ინტერვალში 6-ჯერ, კალეხონმა მატჩი მიწურულს შეძლო 6 გოლის გატანა, ხოლო კაკასთვის პირველი ტაიმის დასასრული აღმოჩნდა იღბლიანი - 3 გოლი....

- 29 მაი 2012
- 3 872
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.