მოურინიო: "ახლა ისე ვარ, როგორც არასდროს"
"ფინალში, ჩემპიონობისთვის არ არის საჭირო, რომ მთელი მატჩი ბრწყინავდე. ნათელი მაგალითი ამისა წლევანდელი ლიგის ფინალია. "ბაიერნმა" 18 კუთხური ჩამოაწოდა, ხოლო "ჩელსიმ" მხოლოდ ერთი და თავადაც კარგად იხილეთ თუ რა მოჰყვა იმ ერთს. ფინალში და თუნდაც პლეიოფში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც შეეხება მთლიანად ჩემპიონატს, ამ შემთხვევაში "ლა ლიგას", აქ თითოეული რამ გასათვალისწინებელია, 38-ივე შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. მცირე დეტალებმა შეიძლება გადაწყვიტოს ჩემპიონის ვინაობა."
""რეალი" იმდენად ბრწყინვალე გუნდია, რომ მას მწვრთნელის გარეშეც შეუძლია ჩემპიონატის მოგება. ჩვენ "ლა ლიგაში" 100 ქულას მოვუყარეთ თავი, "ბარსელონამ" 9-ით ნაკლებს 91-ს. ეს სხვა ჩემპიონატებში არ ხდება. ორი გუნდი ამ რაოდენობის ქულებს თავს ვერ უყრის და ალბათ ვერც მოუყრის."
"რადგან მე კონტრაქტი 2016 წლამდე გავახანგრძლივე, იმას ნიშნავს, რომ მადრიდში 2016 წლამდე დავრჩები. მე, რომ ზედიზედ ორ მატჩში ვერ მოვახერხო გამარჯვების მოპოვება, თქვენ(ჟურნალისტები - ავტ.) მაშნვე ჩემს გუნდიდან წასვლას იწინასწარმეტყველებთ, მაგრამ ეს ასე არ იქნება. მინდა, რომ ეს წლები საუკეთესო აღმოჩნდეს ჩემს კარიერაში. თავს ახლა ისე ვგრძნობ, როგორც არასდროს. რატომ მაინცდამაინც 2016? 2016 წელს ჩემი ქალიშვილი კოლეჯში უნდა შევიდეს და მაშინ უნდა ავირჩიო ქალაქი, სადაც ის ისწავლის. არ მსურს, რომ მისგან შორს ვიყო."
"ლონდონში ჩემი ცხოვრება გაცილებით განსხვავდება მადრიდში ცხოვრებისგან. ინგლისში არავინ ინტერესდებოდა ჩემი ოჯახითა და პირადი ცხოვრებით, მადრიდში კი ხშირ შემთხვევაში ოჯახის დაცვა მიწევს."
"მესუთ ოზილი ამჟამად საუკეთესო ათიანია მსოფლიოში. მას მართლაც, რომ გასაოცარი ტალანტი აქვს. მას ძალიან ბევრი აქვს მსგავსი ზიდანისა და ფიგუსი. მესუთი "რეალის" ისტორიაში წარუშელ კვალს დატოვებს."
- 25 მაი 2012
- 4 079
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.