ფანებს ბოსინგვა არ სურთ
რამდენიმე დღის წინ პრესაში გაიელვა ინფორმაციამ, იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს კიდევ ერთი პორტუგალიელის ბოსინგვას შეძენა სურს...
ბოსინგვას "ჩელსისთან" კონტრაქტი ივნისში ეწურება და სავარაუდოდ იგი ლონდონურ კლუბს დატოვებს. სპორტულ გამოცემებში ირწმუნებიან, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი ჟოზე მოურინიოს სამიზნეა. ამ თემასთან დაკავშირებით "რეალის" გულშემატკივრებს შორის ჩატარდა გამოკითხვა.
გამოკითხულთა 54%-მა განაცხადა, რომ ბოსინგვა არ არის იმ დონის ფეხბურთელი, რომ "რეალში" თამაშობდეს. 40%-ის განცხადებით კიდევ ერთი პორტუგალიელის მოსვლა გუნდისთვის არ იქნება კარგი. 4% თვლის, რომ იმ შემთხვევაში მიესალმება ამ ტრანსფერს, თუ იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვა, ხოლო 2%-ს სჯერა, რომ ბოსინგვა არბელოას სრულფასოვნად შეცვლის...
- 25 მაი 2012
- 2 156
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.