მარსელო VS გაგო
მაშ ასე, მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა, რაც ამ ორმა ფეხბურთელმა "რეალის" მაისური მოირგო. defensacentral.com-მა გადაწყვიტა მათი შედარება გაეკეთებიან, არა თამაშისს ხარისხის, არამედ კარიერული წინსვლის.
ორივე ფეხბურთელი "რეალში" სხვადასხვა სტატუსით მოვიდა. ფერნანდო გაგოში 20 მილიონი გადაიხადეს და მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. იგი უნდა გამხდარიყო "ბლანკოსის" ცენტრის ბურჯი. მარსელოს გადმოყვანაში მხოლოდ 8 მილიონი დაიხარჯა და იგი უფრო მომავლის ფეხბურთელად მოისაზრებოდა და შესაბამისად თავდაპირველად ძალზედ იშვიათად უწევდა მოედანზე გასვლა.
და რა მოხდა 5 წლის შემდგომ ? მარსელო ძირითადის უცვლელი წევრია, მისი ამოგდება ვერც კოენტრაომ და ვერც ვერავინ შეძლო, მისი ფასი 25 მილიონამდე აღწევს, ხოლო ფერნანდო გაგო "რომაშია" არენდის სახით, მისი ფასი კი 20 მილიონიდან 7 მილიონამდე დავარდა. (ეს ის თანხაა, რომლის გადახდის შემთხვევაში გაგო "რომას" საკუთრება გახდება).
ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ აიწყო კარიერა(მარსელოს შემტხვევაში), გახდე ძირითადის უცვლელი წევრი და სამეფო კლუბის ერთ-ერთი კაპიტანი და ეს ყველაფერი მონდომების ხარჯზე...
- 25 მაი 2012
- 4 043
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.