რონალდო+ბენზემა+იგუაინი=118 გოლი
ტრიომ გააუმჯობესა წინა სეზონში გატანილი 92 გოლი
მადრიდის "რეალს" საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შემტევი ტრიო ჰყავს. მათ გააუმჯობესეს წინა სეზონში გატანილი 92 გოლი. ეს ტრიო ჯობია კლუბის იმ ტრიოს, რომელმაც მოიგო ხუთი ევროპული თასი და ლეგენდარულ "Quinta del Buitre"-ეს (ბუტრაგენიო, საჩესი, ვასკესი, მიჩელი და მიგელ პარდესა).
50 წელია გუნდში არავის გადაუსწრია დი სტეფანოსა და პუშკაშისა მიერ დამყარებულ რეკორდებს 1950-სა და 1960 წლებში. ეს ორი გვარი ამ სახის რეკორდების სიაში ექვსჯერ გვხვდება.
2011/12 წლის სეზონში კრისტიანო რონალდომ 60 გოლი გაიტანა, შვიდით მეტი ვიდრე წინა სეზონში. ბენზემამ და იგუაინმა კი შესაბამისად 32 და 26 გოლი გაიტანეს. აქამდე მადრიდის
"რეალის" სამ მოთამაშეს ერთ სეზონში არასოდეს არ გაუტანიაა ერთდროულად 20-ზე მეტი გოლი.
კრისტიანო რონალდო, ბენზემა და იგუაინი ერთად ძალიან ეფექტურები არიან ლა ლიგაში. სამივეს ერთად მოუწიათ 31 მატჩის ჩატარება და 69 გოლის გატანა მოახერხეს (2.2 საშუალოდ).
სასტარტო შემადგენლობაში ერთად 6-ჯერ მოხვდნენ და 20 გოლი გაიტანეს (3.3 საშუალოდ); ამ შეხვერდებიდან გუნდმა ხუთში გამარჯვება მოიპოვამ ხოლო ერთიც ფრედ ითამაშა, სამივე მათგანმა ერთდროულად კი სამ შემხვედრაში გაიტანა გოლი.
წყარო: realmadrid.com
- 23 მაი 2012
- 3 105
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.