კრიშტიანოს არყოფნაში ბენზემას დრო მოვიდა
რონალდოს არყოფნის დროს გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა სწორედ კარიმ ბენზემა იქნება.
ბენზემას დროა. რონალდო დამტვრეულია, იგუაინი დაღლილია, ამისდა გათვალისწინებით სამეფო კლუბის მთავარი იმედი შეტევაში ფრანგი ლეგიონერი იქნება. სწორედ დღეს გამოიცდება კარიმი, თუ რამდენად შეუძლია გუნდის გაძღოლა და ლიდერობა.
ახალგაზრდა თავდამსხმელის დებიუტი საკმაოდ კარგი გამოდგა, მან "ხერესის" და "ტენერიფეს" წინააღმდეგ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 3 გოლიც შეადგო. ამის მიუხედავად მთავარ შეხვედრაში "სევილიას" წინააღმდეგ მან ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა "თეთრებისთვის".
ოფტიმიზმი: იმედს ბენზემას სანაკრებო დონეზე ჩატარებული თამაშები გვიძლიერებს, კარიმმა 2 მატჩში ორი გოლი შეაგდო, რაც დამეთანხმებით კარგი შედეგია. ყველაფერს კი პასუხი დღეს საღამოს სანტიაგო ბერნაბეუზე გაეცემა .
სტატიის ავტორი: Kevlisha
იმფორმაციის წყარო: As.com
- 17 ოქტომბერი 2009
- 1 864
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.