მოუ: ”მიხარია, რომ საუკეთესო წლებში ურთულესი სამუშაოს შესრულება მომიწევს”
”მე თავს ბედნეირად ვგრძნობ გუნდში, საქმეები სხვანაირად რომ ყოფილიყო გუნდთან კონტრაქტს არ გავაგრძელებდი. მინდა არამარტო მე ვიყო გახარებული, არამედ კლუბიც, პრეზიდენტიც და ის ადამიანებიც, რომლებმაც გადაწყვიტეს , რომ მე იდეალური მწვრთნელი ვარ ამ პროექტის განსახორციელებლად.”
”ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა.მიხარია, რომ ცხოვრების საუკეთესო წლებს რთული სამუშაოს შესრულებაში გავატარებ. დაბრკოლებები მე უფრო უკეთესს მხდიან. განვლილი ორი წლის მანძილზე ჩვენ მომავალ დღეზე ვფიქრობდით, მაგრამ ისეთ კლუბში, როგორიც ”მადრიდის რეალია” , შეუძლებელია არ იფიქრო მიღწეულ და მისაღწევ შედეგებზე. სწორედ ამით დავკავდებით უახლოესი ოთხი წლის მანძილზე.”
”მომდევნო სეზონის მიზნები? უნდა გავაუმჯობესოთ გუნდური თამაში, ფეხბურთელები ინდივიდუალურობის მხრივ ახალ დონეზე უნდა ავიდნენ და რა თქმა უნდა, საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ გულშემატკივრების გასახარად. ვფიქრობ წინა სეზონში ”მადრიდის რეალმა” დაიპყრო ბევრი გულშემატკივრის გული, ვინაიდან საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობდით.”
”ორი წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ მოვიგეთ უძლიერესი ჩემპიონატი. მოდით ნუ ვილაპარაკებთ კონკრეტულად ამა თუ იმ ტიტულის მოგებაზე. დავტკბეთ იმით, რომ ამჟამად გვაქ გარნსაზღვრული პროექტი, რომელიც ოთხ წელზეა გათვლილი. გუნდის ხერხემალი ახალგაზრდაა და სრულებითაც შეიძლება 2016 წლამდე იქნას შენახული”- აცხადებს ოზე მოურინიო.
- 22 მაი 2012
- 2 301
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.