ბრწყინვალე მოუ
"მე რამდენიმე მიზანი მაქვს. პირველი - ეს არის მოვიგო ჩემპიონთა ლიგა სამ სხვადასხვა კლუბში. ორთან ერთად უკვე მოვიგე და მესამესაც მალე მოვახერხებ. ჩემდაგვარი შედეგი აქვთ ერნსტ ჰაპელსა და ოტმარ ჰიცფელდს. ჰაპელი გარდაიცვალა, ჰიცფელდი აქტიურად აღარ არის ჩართული ფეხბურთში, მე კი წინ უამრავი წელი დამრჩა და არ გამიჭირდება გავხდე საუკეთესო ამ კომპონენტში. მეორე - ეს არის გავხდე მწვრთნელი, რომელსაც ინგლისში, იტალიასა და ესპანეთში აქვს მოპოვებული ქვეყნის ჩემპიონობა. ფაბიო კაპელომ მოიგო იტალიასა და ესპანეთში, კარლო ანჩელოტიმ იტალიასა და ინგლისში. კაპელო როგორც აცხადებს, იგი აღარ აპირებს კლუბებს ჩაუდგეს სათავეში, დავრჩით მე და კარლო, თუმცა არამგონია მან ესპანეთში მოისურვოს მუშაობა. ასე, რომ მე გავხდები ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც ამ დიდი სამეულის ქვეყნის ჩემპიონი გახდება." -ეს განცხადება ჟოზე მოურინიომ "რეალში" გადმოსვლის დღეს გააკეთა.
მეორე მათგანი ჟოზე მოურინიომ უკვე მოახერხა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა 2011-12 წლის "ლა ლიგის" სეზონი ტრიუმფით დაასრულა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გახდა ერთადერთი მწვრთნელი, რომელსაც დიდი სამეულის ქვეყნებში აქვს მოპოვებული ჩემპიონობა. აგრეთვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოუს პორტუგალიის ჩემპიონატიც აქვს მოგებული. საერთო ჯამში კი მან შვიდჯერ იზეიმა ქვეყნის ჩემპიონობა - ორ-ორჯერ პორტუგალიაში, ინგლისსა და იტალიაში, ხოლო ერთხელაც ესპანეთში...
ჟოზე მოურინიო ამ გამარჯვებით ქვეყნების ჩემპიონატების მოგების მიხედვით ლეგენდარულ ტრაპატონისა და ჰაპელს გაუტოლდა. ჯოვანი ტრაპატონიმ ქვეყნის ჩემპიონობა იტალიაში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ავსტრიაში მოიპოვა, ჰაპელმა კი ჰოლანდიაში, გერმანიაში, ბელგიასა და ავსტრიაში. ამ მხრივ პირველ ადგილს ტომისლავ ივიჩი იკავებს, რომელმაც 6 ქვეყანაში მოახერხა ჩემპიონობა - იუგოსლავიაში, ჰოლანდიაში, ბელგიაში, საბერძნეთში, პორტუგალიაში და საფრანგეთში. მეორე ადგილს ბელა გუტმანი იკავებს, რომელიც ჩემპიონი უნგრეთში, იტალიაში, ბრაზილიაში, პორტუგალიასა და ურუგვაიში გახდა. მესამეზე კი ჟოზე მოურინიო გახლავთ.
- 20 მაი 2012
- 1 904
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.