ბეილი : "ჩემთვის რეალის დაინტერესება საამაყოა"
მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილის შეძენით უკვე დიდი ხანია დაინტერესებული გახლავთ, წინა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოურინიოს მის გადმობირებას ცდილობდა, მაგრამ მოლაპარაკებები ვერ შედგა, ჟოზემ კი კოენტრაო შეიძინა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბეილის მიმართ ინტერესი გაუნელდა...
ფეხბურთელმა "რეალის" ინტერესეთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ნებისმიერი ფეხბურთელისთვის დიდი პატივია ისეთი გუნდის დაინტერესება, როგორც სამეფო კლუბი გახლავთ, ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათ სათავეში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო დგას, რომელიც ფეხბურთელებს ყოველთვის პრეტენზიულად არჩევს, თუკი ჟოზეს ჩემ მიმართ სიმპატიები აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში კარგი შთაბეჭდილება დავტოვე, რაც ძალიან მახარებს."
"ნამდვილად ვერ გეტყვით წავალ თუ არა ინგლისიდან, ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი და ცოტა ხანი არ მსურს ტრანსფერებზე ფიქრი, მხოლოდ დასვენების საშუალება მინდა მომეცეს, რადგან ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნას არაფერი მირჩევნია."
- 18 მაი 2012
- 2 992
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.