ალბიოლი : "არ მსურს წასვლა"
მოგეხსენებათ, დღე არ გავა, პრესაში ახალი ჭორი, რომ არ გავრცელდეს, რომელიც რაულ ალბიოლის მადრიდიდან წასვლას შეეხება. ესპანელ მცველს ყველა აბარგებას უწინასწარმეტყველებს, მაგრამ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ "ბლანკოსში" სურს ასპარეზობა...
"ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სათამაშო პრაქტიკას და იმედი მაქვს დარჩენის შემთხვევაში მოედანზე გაცილებით უფრო მეტჯერ გავალ, მსურს "რეალში" დარჩენა და თეთრი მაისურის კიდევ მრავალჯერ მორგება, ბრძოლა ყოველთვის საჭიროა, რადგან მსოფლიოს საუკეთესო კოლექტივში ვიმყოფები."
"ვალენსიიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია, იქ კარგი წლები გავატარე, მაგრამ დაბრუნებაზე ნამდვილად არ ვფიქრობ, რადგან მიზანი დედაქალაქში ასპარეზობაა."
"ესპანეთის ნაკრებისთვის პუიოლის ტრავმა დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ თუკი მოვახერხე ეურო 2012 გამგზავრება, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემპიონობისთვის."
- 18 მაი 2012
- 1 689
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.