ცხრა მადრიდისტას "Onze d'Or"-ის მოგები შანსი აქვს
ჟოზე მოურინიო წლის საუკეთესო მწვრთნელებს შორის მოხვდა
ფრანგულმა საფეხბურთო ჟურნალმა "Onze Mondial"-მა გამოაქვეყნა "Onze d'Or"-ის ჯილდოს მოგების კანდიდატების სია, რომელშიც მოხვდნენ იკერ კასილიასი, პეპე, მარსელო, რამოსი, ხაბი ალონსო, ხედირა, ოზილი, კრისტიანო რონალდო და კარიმ ბენზემა. ჟოზე მოურინიო კი, რომელიც ჟურნალმა დაახასიათა როგორც "ყველაფრის ოქროდ გადამქცევი, რასაც შეეხება", ნომინირებულია, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულზე ფერგიუსონთან, გვარდიოლასთან, ალეგრისთან, მანჩინისა და კლოპთან ერთად.
"Onze Mondial"-ის ვებსაიტის მომხმარებლებს შეუძლიათ მისცენ ხმა თავიანთ ფავორიტს 7 ივნისამდე. ხსენებული ჯილდო რონალდომ და კაკამ 2008-ში და 2007-ში მოიგეს. სხვა მადრიდისტები, კი რომლებმაც მოიგეს ეს ტიტული 1976-წლიდან არიან რონალდო ნაზარიო (ორჯერ) და ზინედინ ზიდანი (სამჯერ).
წყარო: realmadrid.com
- 17 მაი 2012
- 3 445
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.