"ლა ლიგა" - სტატისტიკა (II ნაწილი)
მიმდინარე 2011-2012 წლის "ლა ლიგის" რიგით 81-ე გათამაშებაზე უკვე 380 მატჩი ჩატარდა, სულ გავიდა 1050 გოლი (საშუალოდ 2.76 მატჩში).
პირველი გოლი სეზონში გაიტანა "სოსიედადის" ფეხბურთელმა იმანოლ აგირეჩემ 34-ე წუთსა და მეხუთე წამზე "სპორტინგის" კარში 2011 წლის 27 აგვისტოს.
პირველი პენალტი გაიტანა "სპორტინგის" ფეხბურთელმა მიგელ დე ლას კუევასმა 68-ე წუთსა და 56-ე წამზე "სოსიედადის" კარში 2011 წლის 27 აგვისტოს.
ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა "რაიო ვალეკანოს" ფეხბურთელმა მიკუმ 14-ე წამზე მადრიდის "რეალის" კარში 2011 წლის 24 სექტემბერს.
ყველაზე გვიანი გოლი გაიტანა "სარაგოსას" ფეხბურთელმა აპონომ 94-ე წუთსა და 44-ე წამზე "ატლეტიკოს" კარში 2012 წლის 25 მარტს.
ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოახერხა "ბარსელონამ" "ოსასუნას" წინააღმდეგ 2011 წლის 17 სექტემბერს - 8-0.
ყველაზე მეტი გოლი მატჩში გაიტანა "ბარსელონამ" "ოსასუნას" წინააღმდეგ(8).
ყველაზე მეტი გოლი დამარცხებული გუნდიდან გაიტანა: "რასინგმა" "ვალენსიასთან"(3-4) "სარაგოსამ" "ბეტისთან"(3-4), "ლევანტემ" "რაიო ვალეკანოსთან"(3-5) და "გრანადამ" "ბარსელონასთან"(3-5).
ყველაზე დიდი ანგარიშით საგარეო გამარჯვება მოახერხა "ბარსელონამ" "რაიო ვალეკანოსთან" 2012 წლის 29 აპრილს - 7-0.
პირველმა საკუთარ კარში გოლი გაიტანა რობერტო სოლდადომ "რასინგთან" მატჩში მეხუთე წუთსა და 53-ე წამზე 2011 წლის 27 აგვისტოს.
ამ სეზონში ორი პოკერი შესრულდა და ორივეს ავტორი ლიონელ მესი გახლავთ. პირველად მან 2012 წლის 19 თებერვალს "ვალენსიას" გაუტანა 4 გოლი, ხოლო მეორედ "ესპანიოლს" 2012 წლის 5 მაისს.
სულ ამ სეზონში 23 ჰეტ-ტრიკი შესრულდა. ამ კომპონენტში საუკეთესო ლიონელ მესია, მან რვაჯერ მოახერხა ერთ მატჩში სამი გოლის გატანა:
რობერტო სოლდადომ("ვალენსია") "რასინგის" წინააღმდეგ 2011 წლის 27 აგვისტოს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "სარაგოსას" წინააღმდეგ 2011 წლის 28 აგვისტოს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "ოსასუნას" წინააღმდეგ 2011 წლის 17 სექტემბერს.
რადამელ ფალკაომ("ატლეტიკო") "რასინგის" წინააღმდეგ 2011 წლის 18 სექტემბერს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "რაიოს" წინააღმდეგ 2011 წლის 24 სექტემბერს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 2011 წლის 24 სექტემბერს.
გონსალო იგუაინმა("რეალი") "ესპანიოლის" წინააღმდეგ 2011 წლის 2 ოქტომბერს.
გონსალო იგუაინმა("რეალი") "ბეტისის" წინააღმდეგ 2011 წლის 15 ოქტომბერს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "მალაგას" წინააღმდეგ 2011 წლის 22 ოქტომბერს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა) "მალიორკას" წინააღმდეგ 2011 წლის 29 ოქტომბერს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "ოსასუნას" წინააღმდეგ 2011 წლის 6 ნოემბერს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "სევილიას" წინააღმდეგ 2011 წლის 17 დეკემბერს.
რადამელ ფალკაომ("ატლეტიკო") "სოსიედადის" წინააღმდეგ 2012 წლის 21 იანვარს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "მალაგას" წინააღმდეგ 2012 წლის 22 იანვარს.
ფერნანდო ლორიენტემ("ატლეტიკი") "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ 2012 წლის 28 იანვარს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "ლევანტეს" წინააღმდეგ 2012 წლის 12 თებერვალს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "ველანსიას" წინააღმდეგ 2012 წლის 19 თებერვალს. (მესიმ ამ მატჩში მეოთხე გოლიც გაიტანა.)
კალუ უჩემ("ესპანიოლი") "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ 2012 წლის 12 მარტს.
რობერტო სოლდადომ("ვალენსია") "ატლეტიკის" წინააღმდეგ 2012 წლის 18 მარტს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "გრანადას" წინააღდეგ 2012 წლის 20 მარტს.
კრიშტიანო რონალდომ("რეალი") "ატლეტიკოს" წინააღმდეგ 2012 წლის 11 აპრილს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "მალაგას" წინააღმდეგ 2012 წლის 2 მაისს.
ლიონელ მესიმ("ბარსელონა") "ესპანიოლის" წინააღმდეგ 2012 წლის 5 მაისს. (მესიმ ამ მატჩში მეოთხე გოლიც გაიტანა.)
ყველაზე სწრაფი ჰეტ-ტრიკი შეასრულა კრიშტიანო რონალდომ. "მალაგას" წინააღმდეგ მან სამი გოლის შეგდებას 14 წუთი და 11 წამი მოანდომა.
პირველი ყვითელი ბარათი სეზონში "სპორტინგის" ფეხბურთელმა ალბერტო ლორამ მიიღო 43-ე წუთსა და 49 წამზე "სოსიედადის" წინააღმდეგ 2011 წლის 27 აგვისტოს.
პირველი წითელი ბარათი სეზონში "სოსიედადის" ფეხბურთელმა კარლოს მარტინესმა მიიღო "სპორტინგის" წინააღმდეგ 68-ე წუთსა და 14-ე წამზე 2011 წლის 27 აგვისტოს.
ყველაზე გვიან ყვითელი ბარათი მიიღო "სევილიას" ფეხბურთელმა ჟულიენ ესკუდემ "ბარსელონას" წინააღმდეგ 97-ე წუთსა და 8-ე წამზე 2011 წლის 22 ოქტომბერს.
ყველაზე მეტი დრო პირველ ტაიმს დაემატა "ესპანიოლი" - "მალაგას" მატჩში - 5 წუთი და 5 წამი.
ყველაზე მეტი დრო მეორე ტაიმს დაემატა "ბარსელონა" - "სევილიას" მატჩში - 7 წუთი და 55 წამი.
ყველაზე დიდი მოგებათა სერია "რეალსა" და "ბარსელონას" ეკუთვნის - 11-11 მატჩი.
ყველაზე დიდი მოუგებელი სერია ეკუთვნის "რასინგს" - 20 მატჩი.
ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია - "რეალი" - 23 მატჩი.
ყველაზე დიდი წაგებათა სერია - "ბეტისი", "რაიო ვალეკანო" და "სარაგოსა"- 6-6 მატჩი.
ყველაზე მეტი მაყურებელი დაესწრო "ბარსელონა" - "რეალი"-ს მატჩს - 99 252.
ყველაზე ცოტა მაყურებელი დაესწრო "ხეტაფე" –"რასინგი"-ს მატჩს - 6 000.
საშუალო დასწრება - 30 196.
- 16 მაი 2012
- 2 218
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.