ქუვეითი 0-2 მადრიდის "რეალი"
დი მარიამ და კრისტიანო რონალდომ გაიტანეს გოლები ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში
მადრიდის "რეალმა" 2011/12 სეზონი დაამთავრა ქუვეითთან მატჩით, რომელიც 2-0 მოიგო. გოლების ავტორები დი მარია და კრისტიანო რონალდო გახლდნენ. ჟოზე მაურინიომ მატჩის პირველსა და მეორე ნახევარში სხვადასხვა შემადგენლობით ათამაშა გუნდი და ისინი მთელი თამაშის განმავლობაში დომინირებდნენ.
მოურინიომ წინა-სამატჩო პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქუვეითში ტურიზმის გამო არ არიან და ეს დამტკიცდა კიდევაც გუშინ. მან დაცვის ხაზში ცვლილებები შეიტანა, თუმცა მთავარი კოზირები ოზილი, დი მარია, კრისტიანო რონალდო და კარიმ ბენზემა ძირითადში ივყნენ მატჩის პირველ ნახევარში. გუნდის ყველაზე აქტიური მოთამაშე კრისტიანო რონალდო იყო, რომელმაც კუთხურის მერე თავით დაარტყა და მისმა დარტყმულმა ზემოდან გადაუარა კარს (9').
მოურინიომ 22-ე წუთზე ბენზემა კალეხონით შეცვალა. ოთხი წუთის შემდეგ დი მარიამ გახსნა ანგარიში საჯარიმოს გარედან ეფექტური დარტყმით. კრისტიანო რონალდომ კი თავური დარტყმით გაიტანა ალტინტოპის ჩაწოდებული (31').
მეორე ნახევარში ცხრა ფეხბურთელი შემოვიდა. კალეხონი და ალტინტოპი მინდორზე დარჩნენ. "თეთრები" დომინირებდნენ, თუმცა ქუვეითი სახიფათო კონტრშეტევებს ქმნიდა. ადგილობრივებმაც განახორციელეს ცვლილებები, რამაც გააუმჯობესა მათი თამაში. კასილიასს სამი სახიფათო დარტყმის მოგერიებამ მოუწია.
წყარო: realmadrid.com
- 16 მაი 2012
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.