თხუთმეტი მადრიდისტა სანაკრებო გამოძახებაზე
რონალდო, კოენტრაო, პეპე, ხედირა, ოზილი და ბენზემა თავიანთი ნაკრებების განაცხადში მოხვდნენ; კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ალონსო ესპანეთს შეუერთდებიან; მარსელო, შაჰინი და ალტინტოპი ამხანაგურებს ითამაშებენ; ვარანე კი საფრანგეთის 21 წლამდელებთან ერთად ორ მატჩს ითამაშებს
მადრიდის "რეალის" რამოდენიმე მოთამაშე, ქუვეითთან ამხანაგურის მერე, ეროვნულ ნაკრებს შეუერთდება. უმეტესობა მოემზადება "პოლონეთი-უკრაინა ევრო 2012-სთვის", რომელიც 8 ივნისიდან 1 ივლისამდე გაგრძელდება.
კრისტიანო რონალდო, კოენტრაო და პეპე პორტუგალიას შეუერთდებიან, ხედირა და ოზილი - გერმანიას, ხოლო ბენზემა საფრანგეთს.
ესპანელები: კასილიასი, სერხიო რამოსი, ალბიოლი, არბელოა და ხაბი ალონსო ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა გამოიძახა.
რაფაელ ვარანე საფრანგეთის 21 წლამდელებს შეუერთდება. იგი ორ მატჩს გამართავს "ევრო 2013-ის" საკვალიფიკაციო ეტაპზე.
მარსელო ბრაზილიას 24 მაისს, ჰამბურგში შეუერთდება და ოთხ ამხანაგურ მატჩს გამართავს, შაჰინი და ალტინტოპი კი - თურქეთს 21 მაისს. ისინი ხუთ მეგობრულ შეხვედრას ჩაატარებენ.
წყარო: realmadrid.com
- 15 მაი 2012
- 2 190
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.