რეკორდების წელი
1. გოლების რეკორდი: ლა ლიგის 35-ე ტურში ”მადრიდის რეალმა” დაამხო ჩემპიონატში ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი (107 გოლი ერთ სეზონში), რომელიც პარდესა, ვასკესი, სანჩისი, მიჩელი და ბუტრაგენიოს ხუთეულის მიერ იყო დამყარებული 1898-1990 წწ-ების სეზონში. ჩემპიონატის ბოლოს ”თეთრებს” 121 გატანილი გოლი დაუგროვდათ. ეს ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია.
2. გოლები გასვლით შეხვედრებში: ”სან მამესზე” მოგების შემდეგ ”ბლანკოსები” გასვლაზე გატანილი გოლების მხრივ გაუთანაბდრდნენ ”ბარსელონას”, რომელმაც 2010-2011 წწ-ებში დაამყარა 49 გოლიანი რეკორდი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო გასვლით შეხვედრაში ”გრანადასთან” ”მადრიდის რეალმა” მოიგო, მათ დაამხეს ეს რეკორდი გაიტანეს რა 51 გოლი სტუმროდ.
3. მოგებები გასვლაზე: ”მადრიდის რეალი” გასვლით შეხვედრებში ძალიან პროდუქტიულია: 16 მოგება, 2 ფრე (”რასინგთან” და ”ვილიარეალთან”) და ერთი მარცხი (”ლევანტესთან”), ”ბლანკოსებმა” დაამყარეს ახალი რეკორდი გასვლით შეხვედრებში მოგებების მხრივ და ასევე დაგროვებული ქულების მიხედვითაც.
4. ერთ შეხვედრაში გატანილი გოლების რაოდენობა: ”მადრიდის რეალმა” მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით ლა ლიგის 20 შეხვედრა მოიგო.
5. ტოპ ასისტენტები: ”მადრიდის რეალი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ლა ლიგის საუკეთესო ასისტენტების ტოპ ხუთეულში სამი წარმომადგენელი ყავს: მესუთ იოზილი, დი მარია და კრიშტიანო რონალდუ.
6. მოგებები წინა ჩემპიონებთან მათსავე მოედანზე: ”მადრიდის რეალმა” მოახერხა ისეთი რეკორდის დამყარება, რომელსაც ლა ლიგის ისტორიაში პრეცედენტი არ აქვს, ”თეთრებმა” გასვლაზე იმ შვიდ გუნდს მოუგეს, რომლებიც ლა ლიგის წინა ჩემპიონები იყვნენ: ”ბარსელონა” (”კამპ ნოუზე”), ”ატლეტიკო” (”კალდერონი”) , ”ატლეტიკი” (”სან მამესი”) , ”ვალენსია” (”მესტალია”), ”რეალ სოსეიდადი” (”ანოეტე”) , ”ბეტისი” (”ბენიტო ვილმანირი”) და ”სევილია” (”სანცეს პისხუანი”).
7. მომაკვდინებელი ტრიო: პირველად ლა ლიგის ისტორიაში ერთი გუნდის სამი ფეხბურთელი იტანს 20 გოლზე მეტს: კრიშტიანო (46), იგუაინი (22), ბენზემა (21). გარდა ამისა, ამ სამმა ფეხბურთელმა დაამხო ყველა ტურნირზე გატანილი გოლების რაოდენობის მხრივ მესი, ეტო’ო, ანრის რეკორდი (100 გოლი). სეზონის დასრულებისთვის ზემოთხსენებული სამეულის (რონალდუ, იგუაინი, ბენზემა) ანგარიშზე 116 გოლი იყო: 89 ლა ლიგაზე, 20 ჩემპიონთა ლიგაზე და 7 სამეფო თასზე.
1. გასვლაზე გატანილი გოლები: რონალდუმ დაამხო დანი გუისას მიერ დამყარებული რეკორდი გასვლაზე გატანილი გოლების მხრივ. გუისამ, რომელიც ”მალიორკას” შემადგენლობაში გამოდიოდა 2007-2008 წწ-ებში გასვლაზე 19 გოლი გაიტანა. წელს რონალდუს ანგარიშზე 23 გასვლაზე გატანილი გოლია.
2. ჰეთ-რიკი: კრიშტიანო და მესი ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომლებმაც 7-7 ჰეთ-რიკის შესრულება შეძლეს მიმდინარე სეზონში/
3. პირველი 100 გოლი: რონალდუმ ”რეალ სოსეიდადთან” გაფორმებული თავისი დუბლის წყალობით (31 მარტი) მიაღწია 100 გოლიან ნიშნულს ლა ლიგაში. ამისთვის მას სულ რაღაც 92 შეხვედრა დასჭირდა. სეზონის ბოლოს პორტუგალიელის ანგარიშზე 101 შეხვედრაში 112 გოლი იყო.
4. მორიგი რეკორდი: რონალდუ სხვა ყველაფერთან ერთად გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში შეძლო ყველა მეტოქის კარის აღება.
5. გოლი ერთ სეზონში: ”მადრიდის რეალმა” დაამაყარა საკლუბო რეკორდი გატანილი გოლების მხრივ ერთ სეზონში (174). კრიშტიანომ თავის ანგარიშზეც ჩაიწერა საკლუბო რეკორდი: 60 გოლი ყველა ტურნირზე.
6. 100 ქულა ჩემპიონატში: ”ბარსელონას” მიღწევის (99 ქულა) დამხობით და ჩემპიონატის 100 ქულით დასრულებით ”მადრიდის რეალი” ევროპის ტოპ ჩემპიონატების გამარჯვებულების ჩემპიონი ხდება.
7. ”მადრიდის რეალი” სარეკორდოდ 32-ედ ხდება ქვეყნის ჩემპიონი.
ესპანეთში მოგების შემდეგ, ჟოზე მოურინიო ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ოთხ სხვადასხვა ჩემპიონატში შეძლო გამარჯვების მოპოვება (პორტუგალია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი).
ჟოზე ამისთვის მადლობა გუნდს ორიგინალურად გადაუხადა.
P.S. ყველას, ვინც კი განიცდიდა იმის გამო, რომ შეიძლება სერხიოს თასი ხელიდან გავარდნოდა, შეუძლიათ მშვიდად იყვნენ. ამ წელს სერხიოს იკერი აზღვევდა, ასე რომ არანაირ ექსეს ადგილი არ ქონია.
- 15 მაი 2012
- 3 103
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.