10 წელი ტრიუმფის გარეშე
ბრილიანტის საოცარი გოლი და კასილასის მიერ აღებული ე.წ. "მკვდარი ბურთები", არასოდეს დაავიწყდებათ მადრიდისტებს, მაშინ ჩვენ მეცხრეჯერ მოვიგეთ ჩემპიონთ ლიგა.
2002 წლის 15 მაისს, გლაზგოში ჰამპდენ პარკზე გაიმართა ჩემპიონთ ლიგის ფინალი, სადაც ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ. თეთრებმა ეს მატჩი მოიგეს, კასილასი სიხარულისაგან ტიროდა, ზიდანი და ფიგუ კი ერთმანეთს ეხვეოდნენ და თასის მოგებას ულოცავდნენ. გავიხსენოთ ეს მატჩი, რომელიც პირადად მე არასოდეს დამავიწყდება.
მატჩის დებიუტში რობერტო კარლოსმა აუტიდან შემოიტანა ბურთი, რაულმა ისარგებლა ბრაზილიელის პასით და მატჩში ანგარიში გახსნა. გერმანელებმა მალევე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება.
ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ მატჩის პირველი აიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ რეალის ლეგენდები, რომელმაც პასი გადააწოდა რობერტო კარლოსს, მადრიდის რეალის ექს-სამიანმა კი ჩააწოდა და მერე რაც მოხდა მშვენივრად იცით, ზინედინ ზიდანმა გაიტანა გოლი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთის ისტორიაში.
მეორე ტაიმში ტრავმა მიიღო ჟულიო სეზარმა და მისი ადგილი იკერ კასილასმა დაიკავა, რომელიც მაშინ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი იყო. ალბათ არავინ იფიქრებდა, რომ მისგან მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დადგებოდა, მაგრამ გლაზგოში მან ყველას დაანახა, რომ მისი იმედი ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბურთს, მისი შესანიშნავი სეივები ამ მატჩში გულს უწბილებდა გერმანელებს და ახარებდა მადრიდელ ქომაგებს.
1 - ლევერკუზენის ბაიერი: ბუტი; სებესცენი (კრისტენი, 65'), ჟივკოვიჩი, ლუსიო (ბაბიჩი, 91'), პლაცენტე; შნაიდერი, რამელო, ბალაკი, ბრადარიჩი (ბერბატოვი, 38'); ბაშტურკი, ნოივილი.
გოლები:
1-0 (9'): რაული
1-1 (14'): ლუსიო
2-1 (45'): ზიდანი
- 14 მაი 2012
- 2 176
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.