ტიტული მადრიდელებს წარუდგინეს
გუნდმა მოინახულა ქალაქის მთავრობის მთავარი სამმართველო, "სიტი ჰოლი" და "ლა ალმუდენა კათედრალი"
მადრიდის "რეალმა" წარუდგინა ლიგის 32-ე ტიტული მადრიდის მოქალაქეებს მთავრობის მთავარ სამმართველოში, "სიტი ჰოლსა" და "ლა ალმუდენა კათედრალში".
გუნდი და კლუბის დელეგაცია მადრიდის მთავრობასთან ჩავიდა დილას 10:00-ზე, სადაც უამრავი ქომაგი ელოდებოდათ. ისინი მიიღო პრეზიდენტმა ესპერანსა აგუირემ, რომელსაც გადაეცა თასი. ამ უკანასკნელმა პერესს სამახსოვრო დაფა წარუდგინა, პერესმა კი სამაგიეროდ თასის რეპროდუქცია და გუნდის 32 ნომრიანი მაისური აჩუქა.
"მადლობა მიღებისათვის," განაცხადა კაპიტანმა იკერ კასილიასმა, "მნიშვნელოვანია ჩვენთვის ყოველ წელს აქ ყოფნა. სიხარულის მიზეზი გვაქვს და ასევე გვჯერა, რომ ბევრს ტიტულს წარვადგენთ აქ მომავალში."
"ისევ აქ ვართ, როგორც შარშან შეგპირდით," დაამატა ფლორენტინო პერესმა, "უნივერსალური კლუბი გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი სახლია და მიზეზი იმისა თუ რატომ გვინდა კიდე ტიტულების მოგება. 110-ე წლისთავზე მოვიგეთ ეს თასი." პრეზიდენტმა აგირემ აღნიშნა "დღევანდელი დღე ყოველი მადრიდისტასთვის ზეიმის მიზეზია. მოხარული ვარ ამ ტიტულით. გილოცავთ შესანიშნავ სეზონს."
"სიტი ჰოლში" გადანაცვლებამდე, გუნდი აივანზე გავიდა თასის დასანახებლად ქომაგთათვის. "მადლობა ყველაფრისათვის," ყვიროდა კასილიასი, "ეს თასი თქვენ გეკუთვნით მადრიდისტებო." რამოსმა ყველას მადლობა გადაუხადა თანადგომისათვის და იქ ყოფნისათვის. ასევე იგუაინმაც.
"სიტი ჰოლში", რომელიც არის "სიბელესის" მოედანთან, გუნდი მიიღო მერმა ანა ბოტელიამ, რომელმაც განაცხადა: "თქვენით ვამაყობთ. დიდი გზა გაიარეთ თასის მოსაგებად და ეს დაიმსახურეთ. მადლობა, რომ მადრიდი ასახელეთ. 10-დან 10 გეკუთვნით, 100 ქულაც გეკუთვნით, როგორც თქვენი დაროვილი ქულები ამ სეზონში."
ამის შემდეგ იქ მყოფებმა ქალაქის მფარველ, წმინდა ისიდროს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. პერესმა მერს გადასცა თასის რეპროდუქცია, მაისური მთელი გუნდის ხელმოწერით და პერსონალური მაისური ასევე 32 ნომრით.
"ეს ტიტული როგორც თქვენ ასევე ჩვენც გგვეკუთვნის," მიმართა მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა "სიტი ჰოლთან" შეკრებილ ქომაგებს, "ამ გუნდმა, ყოველი მადრიდისტას მოგონებებში, განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. ვმუშაობთ კლუბის ისტორიის გაზრდისათვის."
"გვინდა და იმედი გვაქვს მომავალ წელს ისევ აქ დაბრუნების," დაამატეს კასილიასმა და რამოსმა. გრანერომაც ჩაიგდო ხელში მიკროფონი და თქვა "გუნდი ამაყობს მადრიდის მოქალაქეებით" და მარსელომაც დაამატა "გვიხარია რომ ასეთი განუმეორებელი ქომაგები გვყავს."
ბოლოს, მადრიდის "რეალმა" თასი წაიღო "ლა ალმუდენა კათედრალზე", სადაც ის მიიღო კარდინალმა როუსო ვარელამ. ამ უკანასკნელმა განაცხადა: "დღეს თქვენ მოხვედით აქ იმ თასის მოსანათლად, რომელიც დაიმსახურეთ. ჩვენ აქ ჩავატარებთ რელიგიურ ტრადიციას."
"მადრიდის "რეალის" იცავს ამ ტრადიციას, "თქვა პრეზიდენტმა პერესმა, "ჩვენ ავღნიშნავთ 110-ე წლისთავს ლა ლიგის მოგებით. ფეხბურთს ადამიანიდან გამოაქვს ყველაზე კარგი თვისებები, ისეთი როგორიც არის შეურყეველი რწმენა და უკან არ დახევა."
კაპიტნებმა იკერ კასილიასმა და სერხიო რამოსმა დააწყეს თაიგულები ვირგინის (ქანდაკება ალბათ ავტ.) ფეხებთან. შემდეგ თასი საკურთხეველთან მიიტანეს და თითოეულმა ფეხბურთელმა კარდინალისაგან რელიგიური საჩუქარი მიიღო. პროცესია დასრულდა საყოველთაო ფოტოთი ქალაქის მფარველის ქანდაკებასთან.
წყარო: realmadrid.com
- 14 მაი 2012
- 1 853
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.