ფლორენტინო პერესი: "ეს გუნდი ლეგენდის ნაწილი გახდა"
"წლევანდელი ციფრები დაუვიწყარია"
მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა წარმოთქვა სიტყვა, მადრიდის მთავრობასთან სტუმრობისას, "სიტი ჰოლსა" და "ლა ალმუდენა კათედრალში". მან აღნიშნა გუნდის მიღწევები, მისი ახალი რეკორდები და ტიტულის მოპოვება.
"ეს გუნდი მადრიდის "რეალის" ლეგენდის ნაწილი გახდა. ისტორიაში საპატივსაცემო ციფრები შევიდა წელს."
"ტიტული მოვიგეთ 110-ე წლისთავზე და ამის მიღწევა ღირსეულად მოვახერხეთ."
"ნიჭმა, ერთგულებამ, თავის გაწირვამ და კლუბის დაცვამ გამოიღო შედეგი და მოვიგეთ ტიტული შესანიშნავ მწვრთნელთან ერთად, რომელიც ყველა მადრიდისტას გულშია."
"პატივია აქ ყოფნა ლიგის დამქანცველი 38 მატჩის შემდეგ. შარშანდელი პირობა შევასრულეთ. კლუბი შექმნილია გამარჯვებისთვის და ამით არასოდეს დაიღლება. განვაგრძობთ მუშაობას რათა უახლოეს მომავალში ისევ შეგხვდეთ აქ და ჩვენ გვსურს კლუბის ლეგენდის გაზრდა."
"110 წელში ლიგის 32 ტიტული მოვიპოვეთ, და ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა. გოლებისა და ქულების სარეკორდო მაჩვენებელი დავაფიქსირეთ. გუნდის სტილი და სამწვრთნლო შტაბი ნიჭზე და დიდ შრომაზეა დამყარებული. ამ პროფესიონალებმა შექმნეს ისტორია. საზოგადოებას იმას ვაძლევთ რასაც მათგანვე ვგრძნობთ ყოველ დღე. ამიტომაც ვმუშაობთ ამდენს. სიხარულის მომენტების გაზიარება გვინდა თითოეული მადრიდისტასთვის."
წყარო: realmadrid.com
- 13 მაი 2012
- 2 137
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.