სეზონის ბოლო მატჩების სტატისტიკა
პრევიუში მოგახსენეთ, რომ აქამდე ბოლო მატჩში, ანუ 38-ე ტრუში "რეალი" და "მალიორკა" ორჯერ დაუპირისპირდნენ. ორივე შემთხვევაში გუნდებმა "ბერნაბეუზე" ითამაშეს. პირველად ეს 1965-1966 წლების სეზონში მოხდა. "მერენგებმა" 5-1 გაანადგურეს მეტოქე. გოლები გაიტანეს: გროსომ(2), ხენტომ(2) და ამანსიომ. მეორე შეხვედრა კი 2006-2007 წლების სეზონში გაიმართა. ალბათ ყველასთვის დაუვიწყარი შეხვედრა გამოდგა, რადგან ბოლო ტურამდე არ იყო გადაწყვეტილი თუ ვინ აიღებდა "ლა ლიგის" თასს. მოულოდნელად კუნძლელები დაწინაურდნენ, რაც "ბარსელონას" წისქვილზე ასხამდა წყალს, თუმცა რეისმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი მაჰამადუ დიარამ თავური დარტყმით მეტოქის კარში მოათავსა. საბოლოო წერტილი კი რეიესმა დასვა შორეული დარტყმით. ფაბიო კაპელოს "რეალმა" კი ჩემპიონობა იზეიმა.
სტატისტიკურად, სეზონის ბოლო მატჩებს მადრიდის "რეალი" კარგად ატარებს. ჩატარებული შეხვედრების 77% "მერენგებმა" გამარჯვებით დაასრულეს. ყველაზე მეტჯერ "ბლანკოსი" სეზონის ბოლო მატჩში "ვალენსიას" დაუპირისპირდა, ხოლო ექვს-ექვსჯერ "ატლეტიკსა" და "ვალიადოლიდს"....
- 12 მაი 2012
- 2 258
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.