დი მარია : "პიპიტა არსად წავა"
ანხელ დი მარიამ განაცხადა, რომ გონსალო იგუაინი არსად წასვლას არ აპირებს, რადგან ის ბედნიერია "ბლანკოსის" შემადგენლობაში ყოფნით...
"ეს სეზონი იგუაინისთვის არც ისე კარგი იყო იმ მხრივ, რომ დროის უმეტესობას სათადარიგოთა სკამზე ატარებდა და ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ არ ითვლებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ პიპა დარჩება და თავის სათქმელს იტყვის. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბენზემას დუბლიორად ითვლება, ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებს გატანილი გოლების მხრივ, რაც თავისთავად მის პროფესიონალიზმზე მოქმედებს."
"გონსალო ჩემი მეგობარია, ჩვენ ერთად გამოვდივართ არგენტინის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის რეალში და მას კარგად ვიცნობ, ვიცი მისი ბრძოლისუნარიანობის შესახებ. დარწმუნებული ვარ პიპიტა არსად წავა და მომავალ სეზონში ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს."
- 11 მაი 2012
- 2 648
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.