ჟოზეს დაცვის გაძლიერება ივანოვიჩით სურს

ინგლისში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით "ჩელსის" მცველმა, ივანოვიჩმა შესაძლოა გუნდი დატოვოს...

ჟოზე მოურინიოს მიზნად სწორედ სერბი მცველის შეძენა დაუსახავს. პორტუგალიელ სპეციალისტს იგი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიაჩნია, რადგან მისი პროგრესი ლონდონურ გიგანტში თვალნათლივი გახდა.

ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობა ბრანისლავის ნაცვლად 20 მილიონზე მეტს ითხოვს, რაც ძალიან ბევრია და პერესის ჯიბეს სერიოზულად "გაათხელებს", თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ჟოზე რომელიმე მცველს აუცილებლად იყიდის, რადგან დაცვის მარჯვენა ფლანგზე არბელოას იმედად ყოფნა არც თუ ისე სასიკეთოა.

უკვე გადაწყდა,რომ მოურინიოს მწვრთნელობის დროს რამოსი ცენტრალური მცველი იქნება, მაგრამ მან მარჯვნივაც, რომ გადაიწიოს ცენტრში რიკარდო კარვალიო და რაფაელ ვარანი რჩებიან. პირველს ასაკობრივი პრობლემა აქვს და მთელ სეზონს ერთ დონეზე ვერ ჩაატარებს, მეორე კი ძირითადი შემადგენლობის წევრობისთვის ძალიან გამოუცდელი გახლავთ.

რაულ ალბიოლის კანდიდატურას აღარავინ განიხილავს, რადგან მისი აბარგება 99,9% გადაწყვეტილია და ესპანელზე გათვლა არ შეიძლება.

  • Hala
  • 11 მაი 2012
  • 2 855
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (44)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)