ადანი : "იძულებული ვარ გუნდი დავტოვო"
სამეფო კლუბის მეორე მეკარემ, ანტონიო ადანიმ განაცხადა, რომ იგი "ბლანკოსს" აუცილებლად უნდა დაემშვიდობოს...
"ჩემთვის აქ ყოფნა უდიდესი პატივია, მადრიდი ძალიან მიყვარს და "რეალში" თამაში უბრალოდ პრესტიჟის ამბავიც კი არის, მაგრამ იკერ კასილასთან ჭიდილით ფონს ვერ გავალ, მე სათამაშო პრაქტიკა მჭირდება, რომელიც სამეფო კლუბში გარკვეული მიზეზების გამო არ მეძლევა."
"არ მსურს გუნდის დატოვება, მაგრამ იძულებული ვარ წავიდე და რომელიმე სხვა გუნდის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად ვიასპარეზო, ახალგაზრდა ასაკში სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ისეთ შედეგს ვერ მივაღწევ, როგორიც მიზნად მაქვს დასახული."
- 10 მაი 2012
- 3 496
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.