რუი კოშტა : "კაკა საფრანგეთში უნდა წავიდეს"
პორტუგალიელმა ლეგენდამ, რუი კოშტამ ჟურნალისტებთან რიკარდო კაკაზე ისაუბრა...
"მადრიდის "რეალს" ჰყავს მსოფლიო ვარსკვლავი, რომელიც წლებს სათადარიგოთა სკამზე ჯდომით კარგავს, ეს სრული უაზრობაა, რიკარდომ ბევრი იწვალა და იბრძოლა, მაგრამ ესპანურ ფეხბურთს ვერ მოერგო, იგი აუცილებლად უნდა გამოემშვიდობოს "ბლანკოსის" ფეხბურთელებს და გეზი სხვაგან აიღოს."
"ვფიქრობ, რიკისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი პსჟ-ში წასვლა იქნება, რადგან კარლო ანჩელოტი მას ძალიან კარგად იცნობს და ფრანგული გუნდის აღორძინებას სწორედ კაკაზე დაყრდნობით დაიწყებს, იტალიელსა და ბრაზილიელს წლების მანძილზე აკავშირდებდათ ერთმანეთთან უთბილესი დამოკიდებულება, მათ არაერთი ტიტული აქვს მოგებული."
"თუკი კაკა მომავალ სეზონს კვლავ მოურინიოს განკარგულებაში გაატარებს, ეს კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან დარწმუნებული ვარ სამეფო კლუბის ძირითად თერთმეტეულს რიკი იშვიათად შეავსებს."
- 10 მაი 2012
- 2 015
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.