"რეალი" მანგათი დაინტერესდა
მადრიდის "რეალი" მეტად საინტერესო ნიჭიერი ფეხბურთელით დაინტერესდა.
მისი სახელია ბრუნო ეკუელე მანგა. წარმოშობით გაბონელია. ცენტრალურ მცველად თამაშობს საფრანგეთის მეორე დივიზიონის კლუბ "ანჟერში". მას ადარებენ ინგლისელ რიო ფერდინანდს. ფრანგულმა "L'Equipe"-მ მასზე რამდენიმე სტატია დაწერა. მისი აგენტის ივან ლე მის თქმით, ამ ფეხბურთელზე საფრანგეთის პირველი ლიგის კლუბები ნადირობენ. ის ასევე ამატებს: "ის არამარტო ფრანგულ კლუბებს სურთ. მასზე პრეტენზიას "ლივერპული", "არსენალი" და "რეალი" აცხადებენ. მე უკვე ვიცი მათი დაინტერესების შესახებ".
21 წლის ფეხბურთელი გაბონის ნაკრების წევრია. გასაკვირია, მაგრამ 1.86 მეტრი მანგა ითვლება გუნდის ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად. მან რამდენიმე ხნის წინ ინტერვიუ მისცა "SkySports"-ს: "ეს ფანტასტიკაა. ჩემს შესაძენად ბევრი კლუბი იბრძვის. ეს იმის ნიშანია, რომ კარგად ვმუშაობ. სამი წლის წინ მე ვთამაშობდი "FC 105 Libreville"-ში, ახლა კი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ".
ინფორმაციის წყარო: As.com
- 16 ოქტომბერი 2009
- 1 795
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.