ბაიერნი შაჰინის შეძენას აპირებს
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი აქვს მადრიდის რეალის თურქი ნახევარმცველის ნური შაჰინის შეძენა, ამ ინფორმაციას Goal.Com ავრცელებს.
ნურიმ ამ სეზონში მხოლოდ 127 წუთი გაატარა მოედანზე, რაც ნამდვილად ძალიან ცოტა არის და მიუნხენური კლუბის შემადგენლობით ტრანსფერი ადვილი "გასაჩარხი" იქნება, რადგან წესით თავად თურქი ნახევარმცველი უნდა იყოს დაინტერესებული გუნდის შეცვლით და მეტი სათამაშო დროის მიღებით.
მიუხედავად იმისა, რომ ნურიმ დიდი დრო სათადარიგოთა სკამზე გაატარა, ჟოზე მოურინიოს არ სურს მისი გაშვება, რადგან ფეხბურთელს სეზონი ტრავმის გამო ჩაუვარდა და პორტუგალიელი სპეციალისტი მას ჩაბი ალონსოს შემცვლელად მოიაზრებს და თუ მაინც სამეფო კლუბი თურქი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას გადაწყვეტს, ის იჯარის წესით დატოვებს მადრიდს.
შეგახსენებთ ბლანკოსმა ნური შაჰინი დორტმუნდის ბორუსიისგან 1 წლის წინ შეიძინა და მას კონტრაქტი 2017 წელს ეწურება.
- 9 მაი 2012
- 2 276
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.