ვენგერი გრანეროს აკვირდება
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი, სამეფო კლუბის ნახევარმცველს, ესტებან გრანეროს აკვირდება...
Daily Mirror ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დედაქალაქელები მზად არიან მადრიდთან საკონტაქტოდ და გრანეროს თემაზე დასალაპარაკებლად. "მეთოფეთა" ხელმძღვანელობა "ელ პირატის" სანაცვლოდ 7 მილიონი ევროს გაღებას გეგმავს.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც იჯარას ეხება. ამ შემთხვევაში არსენალი ესტებანის სანაცვლოდ 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის, მაგრამ მეორე სეზონში გამოსყიდვის საშუალება ექნება, დამატებითი თანხა კი დარჩენილი 5.5 მილიონი იქნება.
თავად ფეხბურთელს "ბლანკოსში" უფრო მეტი სათამაშო დროის მიღება სურს, რადგან თვლის, რომ ახალგაზრდულ ასაკში სწორედ თამაშის დროა და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომის.
- 8 მაი 2012
- 1 911
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.