Goal.Com: ვინ არის მადრიდის რეალის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?
გამომცემლობა Goal.Com-მა გამოყო მადრიდის რეალის სამი ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მიმდინარე სეზონში. ესენი არიან: კარიმ ბენზემა, იკერ კასილასი და კრიშთიანო რონალდო.
მიმდინარე სეზონში ფრანგმა დაასრულა გაწელილი ადაპტაციის პერიოდი და მადრიდის რეალის მთავარ ფორვარდად მოგვევლინა. მოურინიო მას კატას უწოდებდა, ამ სეზონში კი მან იმხელა პროგრესი განიცადა, რომ ლომს უფრო მეტად ჰგავდა. საბოლოო ჯამში კარიმმა ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო გულშმატკივრების და მწვრთნელის ფავორიტი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რომელმაც შესაძლოა კლუბიც კი გამოიცვალოს.
ბენზემამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში ერთად 30 გოლს მოუყარა თავი და დააფიქსირა თავისი კარიერის საუკეთესო შედეგი. მთავარი მიზეზი კი რის გამოც მან მოურინიოს მხარდაჭერა მოიპოვა, არის ის, რომ კარიმი გუნდური ფეხბურთის მოყვარულია და ხშირად ჩამოდის თავის ნახევარზე ნახევარმცველების დასახმარებლად და კარგად კომბინირებს თანაგუნდელებთნ მეტოქის ნახევარზე. ასე რომ მას არა მხოლოდ გოლების გატანა, არამედ საგოლე გადაცემების გაკეთება და შეტევების წამოწყებაც შუძლია, მან მიმდინარე სეზონში 18 შედეგიანი პასი მიითვალა თავის ანგარიშზე.
იკერ კასილასი ბერნაბეუს პუბლიკის რჩეული ფეხბურთელია და მისი ავტორიტეტის შელახვა არავის და არაფერს შეუძლია. მიმდინარე სეზონში ავრცელებდნენ ჭორებს, რომ მას ცუდი ურთიერთობა აქვს რონალდოსთან და მოურინიოსთან, აგრეთვე გააკერიტიკეს მალაგასთან და ვილიარეალთნ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლების გამო, მაგრამ მაინც არ არსებობს მეკარე, რომელიც იკერის დონეზე ითამაშებს.
იკერმა ყველა კრიტიკოსის კითხვებს პასუხი მაშინ გასცა, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, პირველ რიგში ბაიერნთან ორი მოგერიებული პენალტი რად ღირს, ამას დავუმატოთ სევილიასთან მატჩში მანუ დელ მორალისათვის აღებული ბურთი, რომელიც ფანტასტიკის სფეროდან არის და რა თქმა უნდა კატალონიაში ბარსელონას წინააღმდეგ გამართული შესანიშნავი შეხვედრა, რომელმაც სამეფო კლუბს ფაქტიურად ჩემპიონობა მოუტანა. შესაძლოა მან ვალდესზე მეტი გოლი გაუშვა, მაგრამ მის ბრწყინავლებაზე ისიც მეტყველებს, რომ იკერი ესპანეთის ნაკრების ნომერ პირველი მეკარეა.
კრიშტიანოს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ოქროს ბურთის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მან მიმდინარე სეზონში ძალიან ბევრ გოლს მოუყარა თავი და აქვს ლა ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი 100 გატანილი გოლი ყველაზე ნაკლებ მატჩში. შეიძლება თმამად ითქვას და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს, რომ კრიშტიანო რონალდო ლა ლიგაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც უფრო ნაკლები მატჩი აქვს გუნდის შემადგენლობაში ჩატარებული ვიდრე გატანილი გოლი.
გასულ სეზონში მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ვერ თამაშობდა ბარსელონასთან და მაღალი დონის გუნდებთნ, წელს კი მან კრიტიკოსებს უპასუხა თავისი ბურთებით და გაიტანა გადამწყვეტი გოლი კატალონიაში, რომლის წყალობითაც სამეფო კლუბმა ლურჯ-ბროწეულისფერებს მოუგეს კიდეც. აგრეთვე თავი გამოიჩინა ბაიერნთან და შეასრულა დუბლი, მიუხედავად აცდენილი პენალტისა, მან მაინც ბრწყინვალე თამაში აჩვენა.
2011-2012 წლების სეზონი საუკეთესო იყო კრიშტიანო რონალდოსათვის მადრიდის რეალის შემადგენლობაში აქამდე ჩატარებული სეზონებიდან, პირველ რიგში შეიცვალა მისი თამაშის სტილი გოლებთნ ერთად ის არიგებდა საგოლე გადაცემებს და ეხმარებოდა გუნდს დაცვაშიც. ის იყო საუკეთესო ფეხბურთელი მადრიდის რეალის შემადგენლობაში და სავარაუდოდ მის გარეშე თეთრები ლა ლიგას ვერ მოიგებდნენ.
ინფორმაციის წყარო: Goal.Com
- 8 მაი 2012
- 5 602
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.