ჟოზე მოურინიო ABC-სთან.

ამას წინათ შემოგთავაზეთ ჟოზე მოურინიოს ინტერვიუ ABC-სთან, სადაც მხოლოდ ძირითად თემებზე იყო საუბარი. ეხლა კი გთავაზობთ ABC-სთვის მიცემულ ჟოზეს სრულ ინტერვიუს.

შვიდი ჩემპიონატის ტიტული ესპანეთში, ინგლისში, იტალიაში და პორტუგალიაში. ჩემპიონი სამ უძლიერეს ლიგაში. რამდენად რთული იყო ეს?

დიახ, საკმაოდ. არცერთ მწვრთნელს არ მოუგია სამ უძლიერეს ჩემპიონატში ტიტული. რთული იყო. ეს იყო , როგორც პროფესიონალური , ასვე უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გამოცდილება. იმედი მაქვს, არ ვიქნები ერთადერთი, რომელმაც ამის მიღწევა შეძლო. მომდევნო 10 წლის მანძილზე, ვიმედოვნებ იქნებიან სხვა მწვრთნელები და ფეხბურთელები, რომლებიც ამას შეძლებენ. ამჟამად ჩემი მიზანი, უფრო მეტი ლიგის მოგებაა ”მადრიდის რეალთან” ერთად. ჩემი აქაური პერიოდის შემდეგ ამ სამი ჩემპიონატიდან ესპანეთი, იტალია , ინგლისი, რომელიმეში გავაგძელებ კარიერას. ამ მომენტისთვის, წინ კიდევ ორი წელი მაქვს კონტრაქტით გათვალისწინებული, მე და ჩემი ოჯახი ბედნიერები ვართ, რომ სტაბილურობას მივაღწიეთ. თუ ადრე ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ ვიცვლიდით ადგილსამყოფელს ეხლა ეს ასე არ არის, რაც ძალზედ მახარებს. ბედნიერი ვარ ”მადრიდის რეალში” მუშაობით.

პრეზიდენტმა თქვენ აქ იმისთვის მოგიყვანათ, რომ ”ბარსელონას” ციკლისთვის ბოლო მოგეღოთ. თქვენ ამას ორ წელიწადში მიაღწიეთ.

ფლორენტინომ ჩემთან მიმართებაში საკმაოდ რთული სამუშაო გასწია. მე მიყვარს ”ინტერი” და ის ფეხბურთელები, ვისთან ერთადაც მანდ ვმუშაობდი. მორატი განსაკუთრებული პიროვნება იყო. ფლორენტინომ მოახერხა ის, რომ თავს მომახვია მისი პროექტი და დამაინტერესა. ფლორენტინომ მითხრა, რომ მე ”მადრიდის რეალს” ვჭირდებოდი და იმ მომენტისთვის, როცა მე ”ინტერთან” ერთად მოვიგე ჩემპიონთა ლიგის ტიტული, ჩემი კარიერის სრულყოფისთვის სწორედ ”მადრიდის რეალი” მჭირდებოდა. თუ მე ვიტყვი დღეს, რომ დაღლილი ვარ და არ მინდა მწვრთნელობა, ჩემი კარიერა ბრწყინვალე იქნება. მე მოვიგე ყველაფერი, რისი მოგებაც შეიძლებოდა ყველაზე მნიშვნელოვან ქვეყნებში. თუ მე არ ვიმუშავებდი მადრიდში ჩემი კარიერა არასრული იქნებოდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არა ”მადრიდის რეალის” გაწვრთნა ან აქ თამაშია, არამედ ის , რომ მოიგო ”მადრიდის რეალთან” ერთად. მე მადლობას ვუხდი პერესს, რომ ის დამეხმარა ამ ნაბჯის გადადგმაში და ასევე მისი თანადგომის გამო. ”რეალის” გაწვრთნა არის და იქნება ყველაზე რთული მოვალეობა ჩემს კარიერაში. და თქვენს კითხვას რომ პასუხი გავცე: ჩემი მიზანი კონკრეტულად ”ბარსელონას” დამარცხება როდია. მე ბევრჯერ დავმარცხებულვარ ”ბარსასთან” და ეს მარცხი მე უფრო მეტ ტკივილს სულაც არ მაყენებს, ვიდრე ”ბაიერნთან” დამარცხება. ასევე ”ბარსას” დამარცხება სულაც არ მანიჭებს უფრო მეტ სიამოვნებას, ვიდრე ”ბაიერნის” დამარცხება ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩვენ დავამარცხეთ (”ბარსელონა”) ჩემპიონთა ლიგის (”ინტერთან”) ნახევარფინალში და ასევე კოპაზე (”მადრიდის რეალთან”) და ეხლა მოვიგეთ ლა ლიგა. სიმართლეა ისიც, რომ მათ ჩვენ საკმაოდ ბევრჯერ დაგვამარცხეს ბოლო ორი წლის მანძილზე, მაგრამ ლა ლიგის მოგება ძალზედ მნიშვნელოვანი იყო მათი ციკლის დასასრულებლად. ეს საჭირო იყო ”რეალისთვის”, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი კლუბისთვის ისტორიაში.

და იწყება თუ არა თქვენი გუნდის ციკლი?

ძნელია ციკლზე საუბარი. ”ბარსელონას”, რომელიც აღიარებულია ყველა სპეციალისტის მიერ , როგორც ყველაზე ნიჭიერების და ყველაზე კარგების საფეხბურთო კლუბი, არ შესწევდა ძალა, რომ ზედიზედ ორი წლის მანძილზე მოეგო ჩემპიონთა ლიგა. მათ მოიგეს ერთი, წააგეს ”ინტერთან”, მოიგეს მეორე, დამარცხდნენ ”ჩელსისთან”. სამი ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ფანტასტიკის სფეროა. ჩემთან ერთად ”ინტერი” დომინირებდა ორი წელი და მერე მათი დომინირებაც დასრულდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ეს ”რეალი” უკეთესია, ვიდრე ის იყო ორი წლის წინ და არაფერი ძველებურად უკვე აღარ იქნება. ამჟამად ჩვენ არ მოგვიგია ევროპის თასი, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ მეოთხედ ფინალში გასვლასაც კი ვერ ვახერხებდით და ეხლა კი ზედიზედ ორი ნახევარფინალი ვითამაშეთ. ”რეალს” არ შეუძლია სულ მოგება, მაგრამ როცა ვერ იგებს, ის ძალიან ახლოს უნდა იყოს ტიტულთან.

თქვენი კრიტიკოსები ამბობენ, რომ თქვენ დაცვითი ტაქტიკის მოყვარული მწვრთნელი ხართ. რას ეტყოდით მათ?

არაფერს, უბრალოდ შეხედონ შედეგებს. რამდენი გოლი გაიტანა ”ჩელსიმ”, რამდენი გამარჯვება ქონდა მას. ჩემი კარიერის სიმდიდრე არის ის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ვმუშაობდი. თუ იტალიაში წახვალ და იგივე ფეხბურთს ითამაშებ, რასაც ინგლისში აკეთებდი, ვერაფერსაც ვერ მიიღებ. თუ წახვალ ინგლისში და იგივე ფეხბურთს აჩვენებ, რასაც ესპანეთში, ვერ მოიგებ. თუ წახვალ ესპანეთში და ისე მოიქცევი, როგორც იტალიაში, შორს ვერ წახვალ. მიდიხარ ქვეყანაში, სადაც არაფერი არ იცი და შენი მიზანი კი გამარჯვებაა. შენ უნდა ისწავლო მეტოქეები, კულტურა, სინქრონში უნდა მოიყვანო შენი გუნდის ადათწესები, ფეხბურთელების ხასიათი და ა.შ. მე მქონია ამის პატივი და ამით ვიამაყებ. არამგონია, რომ რაიკაარდის საუდის არაბეთის ეროვნული ნაკრები აჩვენებდეს იმ თამაშს, რასაც რაიკაარდის მიერ გაწვრთნილი ”ბარსელონა” თამაშობდა. სხვადასხვა, განსხვავებულ ქვეყნებში მოგების საიდუმლო არის ის, რომ შენი შეხედულება უნდა გქონდეს, მაგრამ მწვრთნელმა უნდა მოიგოს ჩემპიონატი და უნდა ითამაშოს იმისთვის, რომ მოიგოს.

თქვენ ეს გუნდი შეცვალეთ ფიზიკურადაც და ტაქტიკურადაც, მაგრამ ზოგი ამბობს, რომ თქვენ უფრო მეტი კონცენტრაცია ნიჭზე უნდა გააკეთოთ.

ძნელია გამოყო ერთმანეთისგან. ძნელია დაახასიათო ფეხბურთელი ნიჭიერად, ვინაიდან თუ ტექნიკურად კარგი ხარ, მაგრამ სხვა ასპექტებში მოიკოჭლებ, ძნელია ჩემთან ერთად თამაში. რაც მე გავაკეთე არის ის, რომ შევცვალე იმ ფეხბურთელების მენტალიტეტი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ნიჭით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ტალანტი ფუნდამენტურია, მაგრამ ემოცია, ამბიცია და გულით თამაში ძალზედ მნიშვნელოვანი. შესანიშნავი შტაბი გვყავს, რუი ფარიასთან, სილვინიოსთან, მორაისთან და კარანკასთან ერთად. გვინდა ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო სათამაშო კონდიციებში იყვნენ. ეს არ არის ძალისმიერი დავალება, როგორც ეს ექსპერტები ჩემზე ამბობენ. მე ბევრჯერ პორტუგალიელ დიქტატორსაც კი მეძახიან. თუ მინდა, რომ წინასასეზონო მომზადებისას თამაშებს შორის სამ დღიანი დასვენება იყოს, ეს არავის შეაწუხებს. თუ დღეს ვიტყვი, რომ არ არსებობს კონტაქტი სპონსორებთან და რომ მომდევნო დღეს დახურულ კარს მიღმა ვითამაშებთ, ეს გახდება მსჯელობის საგანი. ჩემი ფეხბურთლების უმრავლებოსა უკეთესები არიან, ვიდრე იყვნენ მანამ, სანამ ჩემთან მუშაობას დაიწყებდნენ.

ჟოზე მოურინიო ABC-სთან.


თქვენ ლამაზი ფეხბურთი უფრო მოგწონთ თუ ეფექტური?

მე მომწონს ლამაზი ფეხბურთი ”მადრიდის რეალის” შესრულებით. არ მომწონს, როცა მეტოქე მხოლოდ ბურთის კონტროლზეა კონცენტრირებული. მიყვარს მიზანმიმართული, დინამიური, სწრაფი, ინტენსიური ფეხბურთი. მომწონს ტექნიკური ფეხბურთი, როცა ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც ადაპტირებული ხარ მასთან. მიყვარს ფეხბურთი, რომელიც ”მადრიდის რეალმა” ითამაშა.

თქვენ იცავთ თქვენს ფეხბურთელებს. ამავდროულად არის შეხედულება, რომ არსებობს მკაცრი მოურინიოც. სინამდვილეში როგორაა საქმე?

დიახ, ორი მოურინიო არსებობს. ლიდერობა ძნელია. შენ უნდა იყო მასტიმულირებელი. აქედან გამომდინარე ორი სახე უნდა გქონდეს. ერთხელ კასილასმა მითხრა:

”მთელი სეზონის მანძილზე იყო მომენტები, როცა ჩვენზე ზეწოლას ახდენდით, ჩვენ ისე გვექცეოდით, როგორც ნამდვილი ძაღლიშვილი”.


მაშინ მე ამაზე მასთან ერთად ბევრი ვიცინე, მაგრამ ვიცი, რასაც ვაკეთებდი, რაც მინდოდა. ზოგიერთ მომენტში მინდოდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს დაძაბულობა და ზეწოლა არ ეგრძნოთ, ზოგჯერ პირიქით, ეს საჭირო იყო უფრო მეტი კონცენტრირებისთვის, მოტივაციისთვის. იყო მომენტები, როცა ყველაფერი პირიქით იყო. ”ბაიერნთან” დამარცხების შემდეგ, მათ უფრო გულისხმიერი მწვრთნელი იხილეს. მაშინ მათ ვუთხარი:

”დაწყნარდით, თქვენ ეს-ესაა ჩემპიონატი მოიგეთ.”


ყველასგან მაქსიმალური უნდა გამოწურო. მწვრთნელი, რომელსაც არ მოსწონს ამის კეთება, დიდხანს ვერ გაჩერდება.

გვარდიოლამ თქვა, რომ მსაჯობასთან დაკავშირებით რამოდენიმე უცნაურობებს ქონდა ადგილი. ეხლა, როცა ის დამარცხდა, ჩვენ ნამდვილი პეპი ვიხილეთ?

გვარდიოლას დიდი ხანია ვიცნობ, მას შემდეგ, რაც ის ფეხბურთელი იყო, ხოლო მე ასისტენტი. მასზე კარგი მოგონებები მახსოვს. მიუხედავად ამისა, ცხოვრება შეიცვალა, ხალხიც შეიცვალა. განსხვავებულია იყო მოთამაშე და იყო მწვრთნელი. ჩვენ ვუშვებთ შეცდომებს, გვაქვს ცუდი მომენტები, რომლებზედაც ვსაუბრობთ. რაც არანორმალური და მიუღებელია არის ის, რომ ეცადო იდეალური ადამიანის იარლიყის მოპოვებას. ეს იმიტომ არის არანორმალური, რომ ასეთი ადამიანები უბრალოდ არ არსებობენ. ჩემს ნაკლოვანებების დამალვას არასდროს არ ვცდილობ. სხვა მხრივ, არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებული პიროვნებები არიან, რომლებიც უბრალოდ მალავენ მას, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერს დრო აჩვენებს. არავინ არ არის იდეალური, არც ფეხბურთში და არც ცხოვრებაში.

თქვენ პეპს უსურვეთ , რომ ახალ ცხოვრებაში ბედნიერი ყოფილიყო. მაშინ გაგაკრიტიკეს. თქვენი არ ჯეროდათ. თუ არაფერს არ იტყოდით, თქვენ ბოღმას დაგარქმევდნენ. ისინი მუდამ უარყოფითს ეძებენ თქვენში?

დიახ, მაგრამ პერსონალური შეტევები მე კარგა ხანია, რაც არ მაინტერესებს. უფრო ის მაწუხებს, როცა ჩემი რომელიმე შვილი მეუბნება ”შეხედე მა, რას წერენ შენზე.” ეს გულს მტკენს, ვინაიდან ისინი (ოჯახი) არიან გულნატკენები და ფიქრობენ, რომ ეს ჩემზეც მოქმედებს. მე მათ ვეუბნები, რომ არ ინერვიულონ, არაფერი არ ხდება. ალბათ ეს ჩემი ბრალიცაა, ვინაიდან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ არ მიყვარს ის, რაც მას აკრავს გარს. სახლში ვჭამ, არ მივდივარ რესტორანში საჭმელად. ყოველთვის თავისუფალი ვიყავი. 49 წლის ვარ და სულაც არ ვაპირებ, რომ შევიცვალო.

რა გასწავლათ მადრიდმა და რა ასწავლეთ თქვენ მას?

შენ ძალიან სპეციფიკური და განსაკუთრებული პიროვნება უნდა იყო იმისთვის, რომ ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელი ან მწვრთნელი გახდე, მაგრამ თუ ეს პერსონალურობა გახასიათებს, მაშინ შენ აქ ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ გაიზარდო. როცა ფლორენტინო პირველად დამელაპარაკა, მან მითხრა:

”თუ შენ გინდა, რომ იყო მსოფლიოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, მაშინ ”მადრიდის რეალი” უნდა გაწვრთნა.”


მე მას ვეთანხმები. ერთი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით: ვინც არ უნდა მუშაობდეს ფეხბურთში, მას უნდა უყვარდეს ფეხბურთი და ”მადრიდის რეალი” ან კლუბი, რომელშიც მუშაობს. მაშინ როცა, არ გიყვარს ის კლუბი, სადაც მუშაობ, ვინაიდან შენ სხვა ქვეყანაში დაიბადე, შენ არ უნდა ეცადო იქ ადაპტირებას და მისი ისტორიის , კულტურის გაცნობას. მიყვარს და პატივს ვცემ იმ ”გიჟებს” , ვისთანაც ერთად მე მიწევს მუშაობა. შეხედეთ ოსკარს (რიბოტს), თავისი ოჯახის შემდეგ ყველაზე მეტად ვინც უყვარს, ეს ”მადრიდის რეალია”. შეხედეთ ექიმებს, ისინი ზედ აკვდებიან ფეხბურთელებს, რომ კვირა საღამოსთვის მზად იყვნენ მოედანზე გასასვლელად.

იგუაინზე აკეთებთ თუ არა გათვლებს?

იგუაინი რჩება. ის დარჩება, ვინაიდან მე არ მინდა, რომ ის წავიდეს, ისევე როგორც ”მადრიდის რეალს” არ უნდა მისი წასვლა. გარდა ამისა, მას კონტრაქტი აქვს კლუბთან, რომლის მიხედვითაც კიდევ კარგა ხანს უნდა იყოს აქ. ის არ არის უბრალოდ ფებურთელი, რომელიც აქ მოვიდა მხოლოდ ერთი წლის წინ და აკეთებს ფულს. ის იმავეს გამოიმუშავებს , რასაც სხვები. შეიძლება მივიღოთ 40,50,60 მლნ. ევროიანი ან მეტი წინადადება, მაგრამ გარწმუნებთ, ”მადრიდის რეალი” ფულს არ შეხედავს, იმიტომ რომ ის არსად არ მიდის. ამიტომაც ერთადერთი პრობლემა, რაც მას აქვს არის ის, რომ აუხსნას იმ ადამიანებს, ვისაც მისი კლუბში ყოფნა არ სურს, რომ არსად არ მიდის! არანაირი პრობლემა არ მაქვს: ჩემი ორი ცენტრ ფორვარდი მომდევნო სეზონისთვის იქნებიან გონსალო იგუაინი და კარიმ ბენზემა. ასე რომ ტყუილად ჭორაობენ. თუ ჭორაობა გინდათ და მაინცდამაინც გსურთ, რომ ვინმეს წასვლა არ წასვლაზე წეროთ, ასეთი ფეხბურთელი გვყავს და ეს ანტონიო ადანია.

ჟოზე მოურინიო ABC-სთან.


სწორედ ამის კითხვას ვაპირებდით.

თუ ”მადრიდის რეალი” ამჟამად ეძებს მეკარეს , ეს იმიტომ რომ ადანს არ სურს აქ მუშაობის გაგრძელება. ჩემი ვალია დავარწმუნო ის დარჩენაში. ამისთვის იკერსაც ვთხოვე დახმარება! მას ვუთხარი:

”დამეხმარე, რომ დავარწმუნო დარჩეს...”


ითქვა, რომ ამას მოურინიო იმიტომ აკეთებს, რომ იკერზე იქონიოს ზეწოლა.

დიახ, ეს სწორედ იკერზე ზეწოლის გამო გავაკეთე და აქედან გამომდინარე ვთხოვე ზუსტად მას დახმარება.

ანუ არანაირი პრობლემა არაა იკერთან მიმართებაში?

არც ყოფილა, არც არის და არც იქნება. თქვენ ამაზე საჭორაოდ უბრალოდ მიზეზი არ გაქვთ. გვყავს ტომასი და ხესუსი ადანის შემდეგ, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია ისინი იყვნენ ”მადრიდის რეალის” მეორე მეკარეები. ისინი ”კასტილიაში” თამაშობენ და კარგადაც ვითარდებიან. გვყავს პაჩეკო ”რეალ მადრიდ ც”-ში, რომელიც ძალიან მომწონს, მაგრამ ადანი მეორე გოლკიპერია და თუ ვერ მოვახერხეთ მისი დარწმუნება, პრობლემის მოგვარების ხერხები უნდა ვიპოვოთ. მას უფრო მეტი სათამაშო დრო უნდა მივცეთ, დავპირდეთ, რომ ითამაშეს კოპას თამაშებზე. მომწონს მისი ამბიციები:

”მინდა ”მადრიდის რეალში” დარჩენა, მაგრამ მსურს, რომ ყოველ კვირას მოედანზე გავდიოდე.”


აი, გამოვიდა, რომ თურმე კასილასზე გვსურს ზეწოლის მოხდენა.

პეპეს ბრწყინვალე სეზონი აქვს.

პეპე მართლაც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. ხალხმა უბრალო ჭეშმარიტებას და ფაქტებს თვალი უნდა გაუსწოროს. მე არ მჯერა, რომ თუ ძველი არ დაივიწყეს, ისე ახალის დანახვა არ შეიძლება. მის ადგილზე ბევრი შეიძლება იტალიაში ან ინგლისში წასულიყო. იყო საუბრები მისი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, მაგრამ პეპე მუდამ ამბობდა:

” ”მადრიდის რეალი” და მორჩა, სხვა უბრალოდ არა.”

მას შეიძლება საუკეთესო კონტრაქტი არ ქონდეს და სხვებს უკეთესი შეეთავაზებინოთ და ერთი წლის შემდეგ ის სრულიად თავისუფალი იქნებოდა, მაგრამ მან ეს არ ქნა და ხალხმა ეს უნდა დაინახოს.

რა გააკეთეთ იმისთვის, რომ კატა ძაღლად აქციეთ?

ბენზემა ბრწყინვალეა. ყველაზე დიდი ”დამნაშავე” მის განვითარებაში თვითონაა. ბევრს ეჭვი ეპარებოდა მის წინსვლაში , მაგრამ ამავდროულად ბევრი ედგა გვერდში. ოსკარ რიბოტი დაეხმარა მას სოციალური მხრივ. ზიდანი არის ის პიროვნება, რომელიც სულ მის გვერდში იყო და ეხმარებოდა. მე კი მუდამ უკმაყოფილო ვიყავი მისი გარჯით და ამით ჩემი წვლილი შევიტანე. ყოველთვის ვეუბნებოდი:

”არ მომწონს, ჩემთვის მიუღებელია. შენ ეს უნდა შეცვალო, შენ ამას უნდა მიაღწიო.”


ორი სეზონი წინ და წინ მიიწევდა და ეხლა ფანტასტიკურად გამოიყურება.

შაჰინს გაანათხოვრებთ, თუ თქვენთად ერთად დარჩება?

ის რჩება. წინა წელს ჩვენთან ერთად არ ყოფილა წინასასეზონო მომზადებისას , ეხლა ეს პრობლემა არ გვაქვს.


მოუმ რამოდენიმე სხვადასხვა ტიპის შეკითხვებსაც უპასუხა


რას ფიქრობთ ესპანეთის ეროვნულ გუნდზე? არის თუ არა ფავორიტი ევროპის ჩემპიონატზე?

ის მართლაც საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, რომელშიც ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი თამაშობს. მათ სიძლიერეს წარმოადგენს ის, რომ შეთამაშებული და უსაზღვროდ ნიჭიერი ფეხბურთელები ყავს. წარმოიდგინეთ ”ბარსას” და ”მადრიდის რეალის” ფეხბურთელები ერთად. ჩვენ ეხლა უსაზღვროდ დიდ ნიჭზე ვსაუბრობთ. არაფერს ვამბობ ფეხბურთელებზე, რომლებიც ”სიტიში”, ”მალაგაში”, ”ჩელსიში” ბრწყინავენ. ეს დიდი ძალაა. გერმანიის ნაკრებიც აღსანიშნავია, მაგრამ მათი გუნდი ძირითადად ”ბაიერნის” ფეხბურთელებს ეყდრნობა. ინგლისსა და პორტუგალიას ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში არიან გაბნეულები. ესპანეთს ყველაზე შეკრული გუნდი ყავს და გარდა ამისა მათ სათავეში შესანიშნავი მწვრთნელი უდგათ-დელ ბოსკეს სახით, რომელმაც იცის ფეხბურთი, იცის, როგორ გაწვრთნას ადამიანები. არ ვიცი, მოიგებენ თუ არა ევროპირველობას, მაგრამ საუკეთესო გუნდი რომ არის ფაქტია.

ჟოზე მოურინიო ABC-სთან.


კრიშტიანო თუ მესი? ვინაა საუკეთესო მსოფლიოში?

კრიშტიანო და მესი ორივე საუკეთესონი არიან მსოფლიოში. სხვადასხვა თაობას რომ ეკუთვნოდნენ 10 ოქროს ბურთს მოიგებდნენ. ვინ მოიგებს ამ წელს? ვინც მთლიანობაში საუკეთესო სეზონს ჩაატარებს. წინა წელს კრიშტიანომ დაამყარა გოლების რეკორდი და მოიგო პიჩიჩი და მესიმ მიიღო ოქროს ბურთი, ვინაიდან მოიგო ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა. მიმდინარე სეზონში ვინ მოიგო ლა ლიგა? კრიშტიანომ. ვინ მოიგო ჩემპიონთა ლიგა? არც ერთმა. ვინ იმსახურებს ოქროს ბურთს? კრიშტიანო.

თქვენ გინდათ, რომ ”მადრიდის რეალი” საუკეთესო იყოს, მომდევნო წელს აპირებთ ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგებას?

ეს ჩვენი მიზანია. ორ ცვლილებას (ტრანსფერს) განვახორციელებთ გუნდის გასაძლიერებლად. ფეხბურთელები, რომლებიც მიმდინარე სეზონში მოვიდნენ , უკეთესად იქნებიან ადაპტირებულნი და უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს. ასევე გავაუმჯობესებთ ინფრასტრუქტურას.

გაწვრთნით პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს?

დიახ, მე მინდა ამის გაკეთება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის არაა. მე არ შემიძლია თვეობით ლოდინი თამაშამდე, ორი წელი ვიცადო სერიოზულ გათამაშებამდე. ჯერ არა.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)