კაკა:,,მადრიდის დატოვება არ მინდა''

რიკარდო კაკას ინტერვიუ:

–შენ ხარ და იყავი ყოველთვის პროტაგონისტი. რა გრძნობაა როცა მადრიდელების გამარჯვებას უყურებ სათადარიგოდან?

–ეს არის ახალი შეგრძნება. მე ბედნიერი ვარ. ეს იყო კიდევ ერთი მიღწევა ჩემს კარიერაში.ეს ყველაფერი იყო ლამაზი მიუხედავად იმისა რომ მე არ ვიყავი ტიტულის მოგების მთავარი გმირი. ეს მეტ მოტივაციას მაძლევს რათა დავბრუნდე და ჩემი შესაძლებლობები ვაჩვენო და გავხდე ისევ მთავარი როლის შემსრულებელი. ფეხბურთი არის გუნდური თამაში.

–გამოეთიშეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარ ფინალს და ვერ გაიტანეთ პენალტი, ძალიან მტკივნეული იყო?

–დიახ მე ძალიან განვიცადე. მე მქონია ცუდი დღეები ჩემს კარიერაში. როდესაც დავუთმე ლივერპულს თასი 2005 წელს მილანთან ერთად, გამოვეთიშე 2006 და 2010 წლებში მსოფლიო ჩემპიონატს, ახლა კი ჩემპიონთა ლიგას რეალ მადრიდთან ერთად, მაგრამ ცხოვრება გრძელდება.

–როგორი მწრთვნელია ჟოზე?

–ის არის ადამიანი, რომელიც მეხმარება და მაძლევს შესაძლებლობებს. მე არ მინდა მადრიდის რეალის დატოვება.

–ჟოზე რჩება მადრიდში?

–ის აგრძელებს. მას სურს ჩვენთან ერთად მრავალი ტიტულის მოგება , მათ შორის ჩემპიონთა ლიგის.

–თქვენ არ გისაუბრიათ მის მომალავზე ბლანკოსში?

–არა. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამის შესახებ, იმიტომ რომ ჯერ ლიგა არ დასრულებულლა წინ კიდევ ერთი თამაში დარჩა. ჩემი კონტრაქტი კი 3 წლამდე გრძელდება და მე ვაპირებ განვაგრძო მუშაობა.

–რას ფიქრობ 2014–ზე? რას იტყვი ბრაზილიელ მწრთვნელზე? კარგი ურთიერთობა გაქვს მანოსთან?

–მე რამდენჯერმე ვესაუბრე მანოს. როდესაც დაინიშნა მწრთვნელად, ის მოვიდა ჩემთან და მარსელოსთან მადრიდში. ამის შემდეგ ორჯერ ვისაუბრეთ მობილურით. მე ვუთხარი ჩემი გადაწყვეტილება ნაკრებთან დაკავშირებით და ვუთხარი რომ დაბრუნება მინდა. ჩემი დაბრუნება დაკავშირებული იქნება კლუბში ასპარეზობასთან. ძალიან მალე ვაჩვენებ თამაშს, რომელსაც ხალხი ჩემგან მოელის.

სტატიის ავტორი:მარიამ ბარნაბიშვილი

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 მბაპე 15
3 რაფინია 11
4 ბუდიმირი 10

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

თებერვალი 2025 (44)
იანვარი 2025 (330)
დეკემბერი 2024 (329)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)